მადრიდის "რეალის" ნახევარმცველმა გარეთ ბეილმა გუნდში დარჩენა გადაწყვიტა.
Mirror-ის ცნობით, ამის შესახებ ბეილმა უელსის ნაკრების მთავარ მწვრთნელს, რაიან გიგზს აცნობა.
შეგახსენებთ, 31 წლის ბეილი "რეალში" 2013 წლიდან თამაშობს. მიმდინარე სეზონში მან 20 მატჩში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა 3 გოლი და გააკეთა 2 საგოლე გადაცემა.
ადრე აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ბეილსა და "რეალის" მთავარ მწვრთნელს ზინედინ ზიდანს დაძაბული ურთიერთობა აქვთ.