Sport Mediaset-ის ინფორმაციით, მადრიდის "რეალი" ტურინის "იუვენტუსის" ფორვარდით, პაოლო დიბალათი დაინტერესდა.
წყაროს ცნობით, მადრიდელები არგენტინელის შეძენას ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში შეეცდებიან. ასევე, აღნიშნულია, რომ გარიგების თანხის შესამცირებლად, "რეალი" მოლაპარაკებებში ტონი კროოსსა და ისკოს ჩართავს. თუმცა დიბალას შეძენა ურთულესი დავალება იქნება, რამდენადაც "იუვენტუსი" არ აპირებს მის გაშვებას.
გასულ სეზონში პაოლომ 33 მატჩში 11 გოლი და 5 შედეგიანი გადაცემა მიიწერა.