"რეალი" "სოსიედადში" განათხოვრებულ ნახევარმცველ მარტინ ედეგორს უკან დაიბრუნებს, - იტყობინება As-ი.
ის სანსებასტიანურ გუნდში გასული წლის ზაფხულში ორწლიანი იჯარით გადავიდა და "რეალის" მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა მისი დაბრუნება მოითხოვა, რამეთუ 21 წლის ნორვეგიელის თამაშით კმაყოფილი დარჩა.
თავად ედეგორს "რეალში" დაბრუნება არ უნდოდა, მაგრამ ზიდანთან საუბრის შემდეგ გადაიფიქრა და გადაწყვეტილება შეცვალა.
თავად ედეგორს "რეალში" დაბრუნება არ უნდოდა, მაგრამ ზიდანთან საუბრის შემდეგ გადაიფიქრა და გადაწყვეტილება შეცვალა.
ედეგორმა გასულ სეზონში ლა ლიგის 31 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა გააკეთა.