"სოსიედადის" პრეზიდენტმა ხოაკინ აპერებაიმ განაცხადა, რომ "რეალიდან" იჯარით აყვანილი ნახევარმცველი მარტინ ედეგორი მომავალ სეზონშიც მათ გუნდში ითამაშებს.
"ვფიქრობ, რომ ედეგორს ჩვენთან დარჩენა უნდა. ამის იმედი მაქვს. თუ გუნდში რჩები, საკუთარ არჩევანში დარწმუნებული ხარ. ის ასევე დარწმუნებული იყო, როდესაც ერთი წლის წინ "სოსიედადში" გადმოვიდა. გადაწყვეტილება თვითონ უნდა მიიღოს და ალბათ, დარჩება", - განაცხადა აპერებაიმ Radio Euskadi-ს ეთერში.
ადრე ნორვეგიელმა ფორვარდმა თქვა, რომ კარგ გუნდში თამაშობს და ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეუძლიათ.
ადრე ნორვეგიელმა ფორვარდმა თქვა, რომ კარგ გუნდში თამაშობს და ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეუძლიათ.