8 გოლის გაშვების შემდეგ ტერ შტეგენმა პირველი განცხადება გააკეთა

AutoSharing Option
კატალონიური "ბარსელონას" გერმანელმა მეკარე მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში "ბაიერნთან" გამართულ მატჩში 8 გოლის გაშვების შემდეგ პირველი საჯარაო განცხადება გააკეთა.

"ნამდვილად რთული დროა. მომხდარის გამო ბოდიშს ვიხდი. იმედგაცრუებული ვარ. არ მინდა გამამართლებელი საბუთების ძიება - ისინი, უბრალოდ არ არსებობს. ნათელია, რომ ცვლილებები გვჭირდება,"- დაწერა გერმანელმა კიპერმა "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე.

"ბარსელონამ" 21-ე საუკუნეში საკუთარ კარში 8 გოლი პირველად მიიღო. ესპანურ პრესაში აქტიურად იწერება კლუბის პრეზიდენტი ბართომეუს, სპორტული დირექტორი აბიდალისა და მთ. მწვრთნელი სეტიენის გაშვების შესახებ, თუმცა ჯერ გა
დაწყვეტილი არაფერია.

მკითხველის კომენტარები / 15 /
მე ვფიქრობ, დიდი სამეულის დაშლამ ( ნეიმარის წასვლამ) განაპირობა მათი დასუსტება.ამ დანაკარგის კომპენსაცია ვერ მოხერხდა, მიუხედავად მრავალი მცდელობისა. ბაიერნი აღზევების სტადიაზეა, ბარსელონა - პირიქით. არ არის ეს ანგარიში გუნდების რაობის ზუსტი განმსაზღვრელი. ხდება ასე, ყველამ ვიცით.
კომენტატორი
22:17 16-08-2020
2
ვახო შენ ნაცებივით ნუ გაყვები ამ ჩაძირულ გემს ესენი კიდევ ერთი საუკუნე ვერაფერს ვეღარ გააკეთებენ და დამთავრდა მაგათი დრო როცა წავიდა ორი დირიჟორი გუნდიდან ამას უნდა შეეგუოთ
13
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული