კატალონიური "ბარსელონას" გერმანელმა მეკარე მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში "ბაიერნთან" გამართულ მატჩში 8 გოლის გაშვების შემდეგ პირველი საჯარაო განცხადება გააკეთა.
"ნამდვილად რთული დროა. მომხდარის გამო ბოდიშს ვიხდი. იმედგაცრუებული ვარ. არ მინდა გამამართლებელი საბუთების ძიება - ისინი, უბრალოდ არ არსებობს. ნათელია, რომ ცვლილებები გვჭირდება,"- დაწერა გერმანელმა კიპერმა "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე.
"ბარსელონამ" 21-ე საუკუნეში საკუთარ კარში 8 გოლი პირველად მიიღო. ესპანურ პრესაში აქტიურად იწერება კლუბის პრეზიდენტი ბართომეუს, სპორტული დირექტორი აბიდალისა და მთ. მწვრთნელი სეტიენის გაშვების შესახებ, თუმცა ჯერ გა
დაწყვეტილი არაფერია.
ვამბობ იმას რომ მესის არ აქვს ეს თვისება, რაც ჩანს როგორც ნაკრებში ისე ბარსელონაში, გადამწყვეტ მატჩებში. სადაც სწორედ ფსიქოლოგიურ განწყობას აქვს დიდი მნიშვნელობა.
მაგალითად რეალს რომ რამოსი ყოლოდა სიტისთან აუცლებლად გამოაგდება.