"ბარსას" 17 ფეხბურთელი დატოვებს. მწვრთნელად ხავი და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები - გუნდის ლიდერები ცვლილებებს ითხოვენ

AutoSharing Option
სეზონის სრულად ჩაგდების შემდეგ "ბარსელონაში" დიდი ამბები დატრიალდება. კატალონიური "სპორტი" ირწმუნება, რომ გუნდიდან 17 ფეხბურთელს და მათ შორის ჟორდი ალბას, სერხიო ბუსკეტსსა და ლუის სუარესს გაუშვებენ.  არაა გამორიცხული ანსუ ფატისთან და რიკი პუჩისთან დამშვიდობებაც.

ხელშეუხებელნი მხოლოდ ლეო მესი, მარკ-ანდრე ტერ შტეგენი, კლემან ლანგლე და ფრენკი დე იონგი არიან.

კლუბის პრეზიდენტი ჟოზეპ ბარტომეუ მწვრთნელის, კიკე სეტიენის, სპორტული დირექტორის, ერიკ აბიდალის და გენერალური დირექტორის, ოსკარ გრაუს გადაყენებას აპირებს.

თუმცა, თავად ბარტომუესაც წყალი აქვს შეყენებული

გუნდის ლიდერები დაუყოვნებლივ ცვლილებებს ითხოვენ, - იტყობინება As-ი.
მათი აზრით, "ბარსელონა" ტაქტიკურად არასაკმარისად კარგად მოამზადეს, ეს კლუბის ხელმძღვანელობაში არეულობის ბრალია და ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებს ითხოვენ, რომელიც 2021 წლის ზაფხულშია დანიშნული.

"ატმოსფერო ძალიან დაძაბულია, ყველაფრის 1-2 ადამიანის მოყვანით და უცნაური ტრანსფერით გამოსწორება შეუძლებელია. ჩვენ გადატვირთვა გვჭირდება", - განუცხადა გამოცემას გუნდის ერთ-ერთმა გავლენიანმა ფეხბურთელმა.

აგრეთვე "ბარსას" ლიდერებს სურთ ისეთი მწვრთნელი, რომელიც იცნობს კლუბს და შეუძლია შეკრას და ფეხზე დააყენოს გუნდი - ასეთად კი ხავი მიაჩნიათ. თუმცა, მას საპრეზიდენტო არჩევნებამდე კატალონიაში სამუშაოდ დაბრუნება არ სურს.

მკითხველის კომენტარები / 8 /
აჩკარიკა დროზე გაასწარიიი! თან წაიყოლიე შენი ბრიგადაც. მოვიდეს ხავი! ბარსელონელია და ყველაზე კარგად მაგან იცის რა გააკეთოს.
ბარსა მესი
22:07 16-08-2020
4
რა ანსუ ფატის გაშვება ეგ მაინც არის პატარა ბიჭი. ხომ არ უბერავთ, დიდი მომავალი აქვს
grisha
23:43 16-08-2020
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული