Esporte Interativo: მესი "ბარსელონადან" მიდის

AutoSharing Option
თავდამსხმელმა ლეო მესიმ "ბარსელონას" ხელმძღვანელობას განუცხადა, რომ გუნდის დაუყოვნებლივ დატოვება გადაწყვიტა, - იტყობინება Esporte Interativo-ს ჟურნალისტი მარსელო ბეხლერი.

ადრე ანალოგიური ინფორმაცია რადიოსადგურმა COPE-მ გაავრცელა. მესი კლუბის ხელმძღვანელობის უმოქმედობით უკმაყოფილოა და 2021 წლის ზაფხულამდე გაფორმებული კონტრაქტის გაგრძელებას არ აპირებს და მხოლოდ იმ შემთხვევაში დარჩება, თუ სერიოზული ცვლილებები მოხდება.

სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებების ცნობით, მესის გადაბირებას "ინტერი" და "მანჩესტერ სიტი" ცდილობენ.

ცნობისათვის, ბერხერი ბარსელონაში ცხოვრობს და მუშაობს და სწორედ მან გაავრცელა პირველმა ინფორმაცია ნეიმარის პსჟ-ში გა
დასვლის შესახებ.

მკითხველის კომენტარები / 12 /
მესო, გვიყვარხარ! 'მტრებმმა" რაც არ უნდა სთქვან შენზე: წავიდესო, ვერ ქაჩავსო, ვერ დარბისო, დიდი ხელფასი აქვსო, ამდენი წლის არისო და ასეთი იდიოტობები ერთ ყურში გაუშვი ამათი ბჟუტულები. შენ ხარ ბარსას ლეგენდა ვარსკვლავი, არსად გაგიშვებთ, შენი ყურება ერთი სიამოვნებაა! ვისაც შენ არ უყვარხარ ლეო, სულ ცალ ფეხზე არ გვკიდიან.
barsa mesi
15:27 17-08-2020
4
ერთი ასეთი პეხბურთელი მახსოვს ბარსაში რონალდინიო და მას კარისკენ ისე მიუთითეს ვითომ არაპერი არ გაუკეთებია მაშინ კარგათ მახსოვს მესი თავის პირველ ნაბიჯებს დგავდა ბარსაში და შეეშინდათ ამან არ დაჩრდილოსო და გაუშვეს ეგრევე ახლა პატის ჯერი მოდის და მგონი დროა ცოტა სასტიკი მაგრამ გონივრული გადაწყვეტილება მიიღონ და გაუშვან ეს კაცი და მისცენ მას ლიდერობა რომ შეიგრძნოს და ააწყონ ისევ გუნდი თუ არ მეთანხმებით დაწერეთ და პასუხს გაგცემთ
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული