თავდამსხმელმა ლეო მესიმ "ბარსელონას" ხელმძღვანელობას განუცხადა, რომ გუნდის დაუყოვნებლივ დატოვება გადაწყვიტა, - იტყობინება Esporte Interativo-ს ჟურნალისტი მარსელო ბეხლერი.
ადრე ანალოგიური ინფორმაცია რადიოსადგურმა COPE-მ გაავრცელა. მესი კლუბის ხელმძღვანელობის უმოქმედობით უკმაყოფილოა და 2021 წლის ზაფხულამდე გაფორმებული კონტრაქტის გაგრძელებას არ აპირებს და მხოლოდ იმ შემთხვევაში დარჩება, თუ სერიოზული ცვლილებები მოხდება.
სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებების ცნობით, მესის გადაბირებას "ინტერი" და "მანჩესტერ სიტი" ცდილობენ.
სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებების ცნობით, მესის გადაბირებას "ინტერი" და "მანჩესტერ სიტი" ცდილობენ.
ცნობისათვის, ბერხერი ბარსელონაში ცხოვრობს და მუშაობს და სწორედ მან გაავრცელა პირველმა ინფორმაცია ნეიმარის პსჟ-ში გა
დასვლის შესახებ.