კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი "ბარსელონას" შესახებ სულ ახალი და ახალი ინფორმაციები ვრცელდება - ამჯერად BBC იტყობინება, რომ დღეს, 18 აგვისტოს, მწვრთნელ კიკე სეტიენს გადააყენებენ.
ესპანელი ჟურნალისტი გილერმე ბალაგე კი ამტკიცებს, რომ "ბარსას" მწვრთნელად ამავე გუნდის ყოფილ ფეხბურთელს, რონალდ კუმანს დანიშნავენ, რომელიც ამჟამად ნიდერლანდების ნაკრების თავკაცია.
"ორშაბთს კლუბი სეტიენს გადააყენებს. სასწრაფოდ ახალი მწვრთნელია დასანიშნი, რადგან ორ კვირაში წინასასეზონო შეკრება დაიწყება. როგორც ამბობენ, ყველაზე რეალური კანდიდატი რონალდ კუმანია. იანვარში მან გუნდის ჩაბარებაზე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უარი თქვა", - ამბობს ბალაგე.
ბალაგე თვლის, რომ
კუმანი "ბარსელონას" მწვრთნელი გარდამავალ პერიოდში იქნება, შემდეგ კი მას ხავი შეცვლის.