"ბარსელონას" პრეზიდენტმა კიკე სეტიენმა Tiempo de Juego-ს განუცხადა, რომ გუნდის მწვრთნელი კიკე სეტიენი გადააყენეს.
61 წლის სეტიენი "ბარსას" თავკაცად იანვარში სამუშაოდან დათხოვნილი ერნესტო ვალვერდეს ნაცვლად დანიშნეს; ლა ლიგის დასრულების შემდეგ დაჰპირდნენ, რომ არ მოხსნიდნენ, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე "ბაიერნთან" განადგურების (2:8) გამო კარისაკენ მიუთითეს.
"ბარსას" მწვრთნელობის ყველაზე რეალურ კანდიდატად მაურისიო პოჩეტინიო მოიაზრებოდა, მაგრამ მან ძალიან მაღალი ხელფასი მოითხოვა და მოლაპარაკებები შეწყდა.
როგორც ამტკიცებენ, კატალონიურ გუნდს ნიდერლანდების ნაკრების თავკაცი რონალდ კუმანი ჩაიბარებს.