კუმანი უკვე ბარსელონაშია - "ბარსა" დიდი ცვლილებების მიჯნაზეა

AutoSharing Option
"ბარსელონას" პრეზიდენტმა ჟოზეპ ბარტომეუმ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში "ბაიერნთან" სამარცხვინოდ წაგების (2:8) შემდეგ განაცხადა, რომ ზოგიერთი გადაწყვეტილება მიღებულია, ზოგიერთს მიიღებენ და ყველაფერს მალე გამოაცხადებენ.

მან მწვრთნელის, კიკე სეტიენის გადაყენება დაადასტურა და შეიძლება სამუშაოდან  სპორტული დირექტორი ერიკ აბიდალი და გენერალური დირექტორი ოსკარ გრაუც დაითხოვოს.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ბარსა" 17 ფეხბურთელს და მათ შორის, ჟორდი ალბას, სერხიო ბუსკეტსსა და ლუისს სუარესს დაემშვიდობება და გუნდიდან ანსუ ფატისა
და რიკი პუჩის გაშვებაც არ არის გამორიცხული,  ხელშეუხებელნი კი მხოლოდ ლეო მესი, მარკ-ანდრე ტერ შტეგენი, კლემან ლანგლე და ფრენკი დე იონგი არიან.

მესის მიერ გუნდიდან შესაძლო წასვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არ დადასტურდა.

"ბარსელონა" მოლაპარაკებას აწარმოებდა დროებით უმუშევარ მწვრთნელ მაურისიო პოჩეტინოსთან, მაგრამ მან ძალიან მაღალი ხელფასი მოითხოვა და მხარეები ვერ შეთანხმდნენ.

სამაგიეროდ, დადასტურდა ცნობა, რომ ნიდერლანდების ნაკრების თავკაცი რონალდ კუმანი თანახმაა "ბარსელონა" ჩაიბაროს და "მარკას" ჟურნალისტმა მას სურათი კატალონიის დედაქალაქის აეროპორტში გადაუღო.

ის "ბარსას" ღირსებას 1989-95 წლებში იცავდა, მის რიგებში 191 მატჩში 67 გოლი გაიტანა, 1998-2000 წლებში ამავე გუნდში მწვრთნელის თანაშემწედ მუშაობდა, ამჟამად კი ნიდერლანდების ნაკრებს უდგას სათავეში.

2019 წელს ნიდერლანდების ფეხბურთის კავშირთან კონტრაქტის გაფორმებისას მან სპეციალურად შეატანინა პუნქტი, რომლის მიხედვით, თუ "ბარსელონა" მიიწვევს, შეუძლია პოსტი ევროპირველობის შემდეგ დატოვოს.

თუმცა ევროპის ჩემპიონატი ერთი წლით გადაიდო და ალბათ, დღეს "ბარსას" ხელმძღვანელობასთან შეხვედრისას ყველა დეტალს განიხილავენ. მოკლედ, კუმანი თავისი დიდი ხნის ოცნების ასრულებასთან ძალიან ახლოსაა. დრო არ ითმენს, გუნდი ახალი სეზონისთვის სამზადისს 2 კვირაში უნდა შეუდგეს და იქამდე მწვრთნელის საკითხი მოსაგვარებელია.

altჟოზეპ ბარტომეუმ განაცხადა, რომ კიკე სეტიენი გადააყენეს

altდღეს სეტიენს გადააყენებენ - "ბარსელონას" კუმანი ჩაიბარებს?

alt"ბარსას" 17 ფეხბურთელი დატოვებს. მწვრთნელად ხავი და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები - გუნდის ლიდერები ცვლილებებს ითხოვენ

alt"სიტი" ამღვრეულ "ბარსელონაში" მესის დაჭერას ცდილობს

altსეტიენს აბიდალს ზედ მიაყოლებენ - "ბარსამ" პოჩეტინიოს კონტრაქტი შესთავაზა

მკითხველის კომენტარები / 6 /
ბარსელონას ყველაზე დიდი პრობლემა ბართომეუა!
გეგი
19 აგვისტო 2020 12:45
0
რა ვერ გამოიგლოვეთ ეს გუნდი? სპორტული პორტალია თუ ბარსას ფანკლუბის საიტი? სხვა გუნდები არ არსებობენ თუ სხვა არაფერი ხდება ფეხბურთში? გავიგეთ მესი და რამე, მარა ასაკი თავისას შვება და რა გინდა რომ ჰქნა?! ხომ არ შეიძლება ყველაფერს ამ კაცის პრიზმაში განიხილავდე? მოიგებს, ლოცვებს აღავლენთ მის სახელზე. წააგებს, მის გენიას მისტირიხართ. ზრდილობის გამო მაინც აღნიშნეთ ის გუნდები, რომლებიც ნახევარფინალში არიან :)
1234
17 აგვისტო 2020 10:43
8
სულ რომ მესის კლონი შექმნან და 10 მესი დაიმატონ 8:2ს მაინც ვერ ჩამოირეცხავთ ისე როგორც ბრაზილია 7:1 ს :დ გერმანული ფეხბურთის წინაშე ყველა უძლურია გამონათება საფრანგეთი და ბრაზილია წარსულს ჩაბარდა იტალია ხომ საერთოდ დიდი ხნის წინ გავიდა მარილზე.
Kote
17 აგვისტო 2020 09:12
10
გერმანიაზე რომ მაგას იტყვი, გამონათებები ჰქონდათო... მაგდენჯერ არცერთ გუნდს უთამაშია, არც მუნდიალის და არც ევრო პირველობის ფინალში, ბრაზილიის მერე, ყვე;ლაზე ტიტულოვანი ნაკრებია და შესაშური სტაბილურობა აქვს. ყველაზე რთულ პერიოდშიც კი, მუნდიალის და ევროს ფინალები დადეს 2002 ში და 2008 ში. ერთადერთი ევროპული გუნდია, სამხ. ამერიკიდან თასი რომ წამოიღო და თან რა თამაშით.
1234
17 აგვისტო 2020 20:30
0
კოტე მე და ჩემმნაირებმმა უკვე ჩამოვირეცხეთ და დავხურეთ ეგ თემა ისე, რომ შენ ამაზე ნუ წუხარ და დარდობ. მაგ შენი გერმანული მანქანის ჩაქრობის დროც მალე დადგება როცა დიზელი გამოელევათ. იყო დრო მიულერსაც და ლევანდოვსკისაც მაგარი ჩავარდნები ქონდათ, ერთი პერიოდი ესენი არავის ახსოვდათ. დიდი მიღწევების მერე დგება პერიოდი მწერვალიდან ჩამოსვლის.
კოტეს ბარსას ქომაგი
17 აგვისტო 2020 13:06
1
ყველა გამოხმაურება

სიახლეები პოპულარული