სუნესი: მესის თითქოს მობეზრდა "ბარსას" თრევა, შეთავაზებისთვის სათანადო დროა

AutoSharing Option
"ლივერპულის" ყოფილი ფეხბურთელი და მწვრთნელი გრემ სუნესი "ბარსელონას" თავდამსხმელზე, ლიონელ მესიზე საუბრობს, რომელიც ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალურ მატჩში "ბაიერნთან" 8:2 განადგურების შემდეგ უკმაყოფილოა.

"ბაიერნთან" მატჩში ლიონელი ისეთ ფეხბურთელს ჰგავდა, რომელსაც თავისი გუნდის მუდმივი თრევა მობეზრდა. მის გარეშე გუნდი ჩემპიონთა ლიგაზეც ვერ გავიდოდა. ეს კვირა იდეალურია, რომ მესის საინტერესო წინადადება შესთავაზონ. ადვილად წარმომიდგენია ის რომელიმე "მანჩესტერის" შემადგენლობაში." - წერს სუნესი The Time-ის საკუთარ სვეტში.

ადრე იწერებოდა, რომ "მანჩესტერ სიტი" მზადაა ნებისმიერ პირობებს დათანხმდეს, რათა მესი გუნდში მოიყვანოს. კლუბის ხელმძღვანელები დარწმუნებულები არიან, რომ
მესისა და "ბარსას" ყოფილი და "სიტის" ამჟამინდელი მწვრთნელის, ხოსეპ გვარდიოლას შეერთება გუნდის თამაშზე დადებითად აისახება.

მკითხველის კომენტარები / 12 /
როდესაც 50 მილიონ ხელფასს იღებ აბა ვინ უნდა ათრიოს გუნდი.მაგრამ უბედურება იმაშია რომ თრევის თავიც აღარა აქვს.
jora
12:32 17-08-2020
11
მესი თურმე აწყობილ ბარსაში თამაშობდა კარგად ! სადაც ინიესტა და კიდევ სხვა ფეხბურთელები ერთად ქმნდიდნენ მთლიან გუნდს ! ისე არგენტინაშიც კარგად ჩანდა რო ვერაფერი იყო ნაკრების დონეზე ... ახლა კიდე პატარა ბავშვივითაა მიტოვებული ქუჩაში მშობლების მიერ რომელმაც არ იცის რა გააკეთოს ! წავიდა ბარსადან დიდი ფეხბურთელები და დამთავრდა მესის კარიერაც
9
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული