დავიდ სილვა "სოსიედადში" გადავიდა

AutoSharing Option
34 წლის ნახევარმცველი დავიდ სილვა "სოსიედადში" გადავიდა, - იტყობინება სან-სებასტიანური კლუბი თავისი საიტით.

"სისიედადმა" დავიდ სილვას ორსეზონიანი კონტრაქტი გაუფორმა და ახალ გუნდს უახლოეს ხანში შეუერთდება.

გასულ სეზონში მან პრემიერლიგის 27 მატჩში 6 გოლი გაიტანა, 10 საგოლე გადაცემა გააკეთა და "მანჩესტერ სიტი" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.

დავიდ სილვამ "ქალაქელებში" 10 წელიწადში 309 მატჩში 60 გოლი გაიტანა, ესპანეთის ნაკრებში კი მის ანგარიშზე 125 შეხვედრაში 37 გოლია.

მკითხველის კომენტარები / 4 /
წარმატებას ვუსურვებ სოსიედადსაც და დავიდ სილვასაც.დარწმუნებული ვარ,ერთი წელი მაინც,საგრძნობლად გააძლიერებს გუნდს.მერე კი ვნახოთ,ფიზიკურად როგორ გაქაჩავს.ძალიან მომწონს ეს ფეხბურთელი და მინდა დიდხანს ითამაშოს.
სოსო
09:14 18-08-2020
0
არ იმსხურებდა ბოლო მატჩით ასე გაეცილებინათ. ვწუხვარ, უმაღლესი დონის ფეხბურთელია...
Haaland
11:58 18-08-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული