ბართომეუ: კოუტინიოზე გადაწყვეტილებას კუმანი მიიღებს

AutoSharing Option
"ბარსელონას" პრეზიდენტი ფილიპე კოუტინიოს მომავალზე საუბრობს, რომელიც ამჟამად მიუნხენის "ბაიერნში" თამაშობს.

"მთავარი მწვრთნელი მიიღებს გადაწყვეტილებას. თუ მას სურს, რომ კოუტინიო დარჩეს, ეს ასე იქნება." - ციტირებს ბართომეუს Sky Sports-ი.

შეგახსენებთ, "ბარსელონას" ყოფილი მთავარი მწვრთნელი კიკე სეტიენი "ბაიერნთან" 8:2 განადგურების შემდეგ გაათავისუფლეს, მის შემცვლელად კი ნიდერლანდების ნაკრების მწვრთნელი რონალდ კუმანი დანიშნეს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული