ევერ ბანეგა: ჩემი ცხოვრების გუნდს ბედნიერი ვტოვებ

AutoSharing Option
32 წლის არგენტინელი ნახევარმცველი ევერ ბანეგა ევროპა ლიგის ფინალში "ინტერის" დამარცხების (3:2) შემდეგ "სევილიას" დაემშვიდობა. მან მწვრთნელ ხულენ ლოპეტეგის მადლობა გადაუხადა და ქალაქს გამარჯვება მიულოცა.

"როდესაც თამაშს მოვუკელი, ლოპეტეგიმ მითხრა, რომ თავდაუზოგავი შრომის გარეშე ვერაფერს ვერ მივაღწევდი. ახლა გამარჯვების ზეიმის და თასის სევილიაში წაღების დროა. ეს გამარჯვება მთელი ქალაქისთვისაა.

მთელი ჩემი ცხოვრების გუნდს ვტოვებ, მაგრამ ბედნიერი ვარ. ჩემი თანაგუნდელების მადლობელი ვარ, რომ ჩვენი მორიგი ოცნება რეალობად გადაიქცა. წარმატებას ერთიანობით და რთული მომენტების გადალახვის უნარით მივაღწიეთ", - ციტირებს ბანეგას უეფას საიტი.

მკითხველის კომენტარები / 1 /
კი, სევილია დიდი გუნდია. განსაკუთრებით ევროპის ლიგაში. მაგრამ, შენ ამ დიდ გუნდს მატერრაცის ჩრდილი მიაყენე! კონტეს მიმართ გამოხტომით...
გია
11:57 23-08-2020
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული