"ბარსელონას" პრიორიტეტი 2 ფეხბურთელის გაყიდვაა

AutoSharing Option
Marca-ს ინფორმაციით, მიმდინარე სატრანსფერო სეზონში კატალონიური "ბარსელონას" მთავარი მიზანი ნახევარმცველი ივან რაკიტიჩისა და ფორვარდი ლუის სუარესის გაყიდვაა.

"ბაიერნთან" განცდილი მარცხისა (2:8) და გუნდის მთავარ მწვრთნელად რონალდ კუმანის დანიშვნის შემდეგ "ბარსელონაში" შემადგენლობის გადახალისებას აპირებენ.

ესპანური წყაროების მიხედვით, 32 წლის ხორვატი ნახევარმცველი "სევილიაში" დაბრუნდება, კლუბში, რომელშიც "ბარსელონაში" გადმოსვლამდე თამაშობდა.

სხვათა შორის, რაკიტიჩმა "სევილიას" მიერ ევროპა ლიგის მოგება აუზში ჩახტომით აღნიშნა, რაც კატალონიელებს არ მოეწონათ.

რაც შეეხება სუარესს, ურუგვაელიზე პრეტენზიას ასევე ყოფილი კლუბი - ამსტერდამის "აიაქსი" აცხადებს, რომელიც ფეხბურთელის სანაცვლოდ 15 მილიონი ევროს
გადახდას გეგმავს.

თუმცა, ნიდერლანდული გუნდის გარდა სუარესის საკუთარ რიგებში ხილვა ტურინის "იუვენტუსსაც" სურს.

მკითხველის კომენტარები / 8 /
მაინც ვერ გავიგე სუარესისგან რა უნდათ! რას ჩააცივდნენ. ბუფონი რამის 100-ლის ხდება და იმას არ უშვებენ და ესენი კი გადაეკიდნნენ სუას. მართლა უკვე მარაზმია რა?თავმოყვარეობას ულახავენ ადამიანს რომელმაც უდიდესი შრომა ჩადო ბარსაში. ასეთი მდგომარეობით გაუშვეს კოუტინიო, არტური და რაკიტიჩზე უკვე აღარაფერს არ ვიძახი, უკვე დიდი ხანია "შავ სიაში" ყავთ და რაკეტამ, რომ აღნიშნა სიხარულით სევილიას გამარჯვება, ამ ბართომეუს კომანდას გაუტყდა რატომ გაეხარდაო, და თქვენ აფასებთ კი რაკეტას? ეხლა რაც მთავარია მესისაც მიადგნენ ეს მანქურთები! დაგრჩათ გასაყიდი კიდევ რამე? კამპნოუს სახელიც ხომ გაყიდეს. მიკვირს იქაური ფანები ამდენს რატომ ითმენენ!
ბარსა
16:51 23-08-2020
1
ბუფონი მეკარეა და მაგას სარბენი არააქვს არაფერი სუა თავდამსხმელი და წონაშია უკვე თუ ხედავთ მესის რაც შეეხება მაგის გარეშე უნდა ისწავლოს ბარსამ თამაში ბოლო ბოლო ყველა მოკვდავია და დაემსგავსება ჩვენს დინამოს ახლაც რომ ძველ თაობას მისტირიან
Sasacilo
08:07 24-08-2020
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული