"ბარსელონამ" მესის ფასი დაადო - წასვლა უნდა?! გადაიხადონ!

AutoSharing Option
Mundo Deportivo-ს ცნობით, "ბარსელონას" ლიონელ მესის კლუბიდან გაშვება არ სურს, არადა, არგენტინელს "ბლაუგრანას" დატოვება უნდა...

კატალონიური გრანდის პრეზიდენტი ხოსეპ ბართომეუ თვლის, რომ მესის გაყიდვა არ შეიძლება, მაგრამ, თუ არგენტინელი თავად მოითხოვს წასვლას, გაუშვებენ იმ კლუბში, რომელიც 700 მილიონ ევროს გადაიხდის, ანუ იმ თანხას, რაც კონტრაქტშია აღნიშნული...

კლუბში თვლიან, რომ მესი გუნდის შეტევის მთავარი ფიგურაა. ამას გარდა, სწორედ არგენტინელზეა მიბმული სარეკლამო კონტრაქტების დიდი ოდენობა, რომელთა დაკარგვაც "ბარსაში" არ სურთ.

"ბარსელონას" კაპიტანმა კი გუნდის ახალ მთავარ მწვრთნელ რონალდ კუმანთან შეხვედრის დროს განაცხადა,
რომ კლუბის დატოვება უნდა. ეს ინფორმაცია კი მალევე გავრცელდა და არგენტინელი ამანაც გააღიზიანა.

altლუიშ ფიგუ: მესი "რეალში"? ვფიქრობ, რომ...

altრონალდო: "ბარსელონას" ადგილზე მესის არავითარ შემთხვევაში არ გავუშვებდი



მკითხველის კომენტარები / 10 /
მესი არსად არ წავა და ბარლომეუ კი დაახვევს მალე.როგორც ვიცი კონტრაქტში უწერია რომ ერთი წლით ადრე შეუძლია უფასოდ დატოვოს კლუბი.და თან არამგონია ბოლომდე გაწიროს ბარსა რისი ღირსი მართლა კია თავისი უუნარო ხელმძღვანელებიანად
თემური
16:29 24-08-2020
0
უკვე მართლა შეუწუხეს გული მესის. მესის ძალიანაც უყვარს ბარსა, აქამდე არ წავიდა თუნდაც იმიტომ, რომ ამ გუნდში აქვს სული და გული ჩადებული, მაგრამ ეხლა ისეთი სიტუაცია არის ბარსაში შექმნილი, რომ დარწმუნებული ვარ ლეოს ყველანაირი ხალისი აქვს დაკარგული, თანაც ხასიათის ფეხბურთელია და ესეთი ხასიათის ადამიანები ძალიან მძიმედ გამოდიან მდგომარეობიდან (ისე მეც ასეთების რიგს ვეკუთვნი) ადრე თუ გვიან ყველა ამთავრებს კარიერას ფეხბურთში, მაგრამ ბარსა ვერ წარმომიდგენია მესის გარეშე.
barsa mesi
15:49 24-08-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული