იტალიელი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო საკუთარ ვებგვერდზე წერს, რომ "ბარსელონას" თავდამსხმელი ლუის სუარესი "აიაქსში" გადასვლაზე უარს ხელფასის გამო ამბობს.
წყაროს ცნობით, ამსტერდამელები ურუგვაელს ხელფასის სახით 3 მილიონ ევროს სთავაზობენ, თუმცა ლუისიტოს ყოფილი კლუბი იმდენადაც არ უყვარს, რომ ხელფასის რადიკალურად შემცირებას დათანხმდეს.
სამხრეთამერიკელ შემტევს "ბლაუგრანასთან" კონტრაქტი კიდევ 1 წლის ვადით აკავშირებს და ხელშეკრულების დასრულებამდე კატალონიურ გრანდში დარჩენა სურს.
სუარესი "ბარსელონას" რიგებში 2014 წლიდან თამაშობს. წელს კი ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ლუისს, არტო ვიდალს, სამუელ უმტიტისა და ივან რაკიტიჩს განუცხადა, რომ ისინი მის
გეგმებში არ შედიან და გუნდი უნდა დატოვონ.
მაგარი ფეხბურთელია მაგრამ არა საუკეთესო ეს ყველა ფეხბურთის მცოდნემ იცის სექტა კულეების გარდა