მესის "ბარსადან" წასვლის განცხადებაზე პუიოლის, ლინეკერის, სუარესის, ფიგუს და კატალონიის პრეზიდენტის რეაქცია

AutoSharing Option
ცხვარი ცხვარიაო, მაგრამ თუ გაცხარდა, ცხარიაო

თავდამსხმელ ლეო მესის "ბარსელონადან" წასვლის შესახებ მიღებულმა გადაწყვეტილებამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.

Deportes Cuatro იტყობინება, რომ "ბარსას" ახალი მწვრთნელის, რონალდ კუმანისა და მესის შეხვედრამ დაძაბულ ვითარებაში ჩაიარა და არგენტინელი ნიდერლანდელის დამოკიდებულებით უკმაყოფილო დარჩა. კუმანმა მკაცრი ტონით განუცხადა, რომ გუნდში პრივილეგირებული არც ერთი ფეხბურთელი არ იქნება, რასაც მესი არ ელოდა.

მესის მიერ კატალონიურ კლუბთან კონტრაქტის გაწყვეტის მოთხოვნას "ბარსელონას" ფორვარდი ლუის სუარესი, ამავე გუნდის ყოფილი ფეხბურთელები ლუიშ ფიგუ, გარი ლინეკერი და კარლეს პუიოლი, აგრეთვე, კატალონიის პრეზიდენტი კიმ
ტორა გამოეხმაურნენ.

პუიოლი: "პატივისცემა და აღფრთოვანება, ლეო. სრულად გიჭერ მხარს, მეგობარო".

ლინეკერი: "იმედია, კლუბი ხელს არ შეუშლის წასვლაში. ის უსაზღვროდ ერთგული იყო, ეს უდიადესი მოთამაშეა. საშინლად სამწუხარო იქნება, თუ ყველაფერი მასსა და კლუბს შორის კონფლიქტით დასრულდება".

ტორა: "კატალონია მუდამ შენი სახლი იქნება. დიდი მადლობა, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში შესანიშნავი თამაშით სიხარულს გვანიჭებდი. ჩვენ არასოდეს დაგივიწყებთ".

ფიგუ: "ვაუ! კიდევ ერთი ისტორიული მომენტი!"

სუარესმა, რომელსაც გუნდიდან ძალით გაშვებას უპირებენ, მესის აპლოდისმენტები მიუძღვნა.

"ბარსელონას" დირექტორთა საბჭომ "კამპ ნოუზე" საგანგებო კრება მოიწვია, კლუბის ოფისთან კი გულშემატკივრები იკრიბებიან.

მკითხველის კომენტარები / 10 /
ბარსელონას ხელმძღვანელობიდან ვიღაც სპეციალურად ურევს სიტუაციას!მესი კიდევ მინიმუმ 3წელიწადს იმ დონეზე ითამაშებს როგორც ეკადრება მაგრამ არა ასეთ არეულ გარემოში!მუსირებს მოსაზრებები რომ მესის 17გოლი დარჩა გასატანი ერთი და იმავე გუნდის სახელით მაისურით და ეს 17გოლი არაა ბევრი მესისთვის და პელეს გადაუსწრებს და ხომ არ არის საქმე ამასთან კავშირში?!?ვიღაცეები ძალით ხომ არ ურევენ სიტუაციას რომ მესიმ მხოლოდ ბარსელონას მაისურით არ გაიტანოს 1000გოლზე მეტი?!?
Simartle
13:14 28-08-2020
0
მესის კარიერა დასასრულს უახლოვდება. მომდევნო სეზონში ის მხოლოდ საშუალო დონის ჩემპიონატებში თუ გამოიჩენს თავს. ესპანეთში, იტალიაში, გერმანიაში, მით უმეტეს ინგლისის პრემიერლიგაში 34 წლის კაცი არაფრის გამკეთებელია. ის არც რონალდუა, არც იბრაჰიმოვიჩი. მისი ფიზიკური კონდიციები ამოწურულია.
მინდია
17:56 26-08-2020
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული