ESPN-ის ჟურნალისტმა ჟორდი ბლანკომ "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ "ბარსელონას" 33 წლის ვარსკვლავ ლიონელ მესის კლუბიდან წასვლა თანაგუნდელებისათვის სიურპრიზი არ ყოფილა.
როგორც წყარო იუწყება, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში "ბაიერნთან" განცხდილი მარცხის (2:8) შემდეგ ლეომ თანაგუნდელებს წასვლის შესახებ პირდაპირ განუცხადა. მაშინ მესის კლუბის დატოვების ზუსტი დრო არ დაუსახელებია, მხოლოდ მიღებული გადაწყვეტილება გაახმოვანა.
მესიმ კონტრაქტში არსებული მუხლი გამოიყენა, რომლის თანახმადაც, ფეხბურთელს ხელშეკრულების ცალმხრივად გაწყვეტა ყოველი სეზონის ბოლოს შეეძლო.
თუმცა "ბარსელონა" არგენტინელის უბრალოდ გაშვებას არ აპირებს და მის სანაცვლოდ ხელშეკრულებით განსაზღვრული სატრანსფერო თანხის -
700 მილიონის გადახდას მოითხოვს.
"მანჩესტერ სიტი" ლეო მესის ტრანსფერს აფასებს
მესი გვარდიოლას კონტრაქტზე შეუთანხმდა და სავარაუდოდ, საქმე სასამართლომდე მივა!
მესიმ "ბარსელონას" გუნდიდან წასვლის შესახებ ოფიციალურად შეატყობინა