ESPN-ის ინფორმაციით, "მანჩესტერ სიტის" ხელმძღვანელობას სურს იმის შეფასება, თუ რამდენად ძვირი დაუჯდებათ "ბარსელონას" კაპიტან ლიონელ მესის პოტენციური ტრანსფერი.
"ქალაქელებმა" კარგად იციან, რომ არგენტინელის ტრანსფერის გაჩარხვა ძალიან რთული იქნება, თუმცა "ბლაუგრანა" თუ ლიდერის გაყიდვას დათანხმდა, მანჩესტერელები ამ სცენარისთვის მზად უნდა იყვნენ.
სწორედ ამიტომ, "სიტიში" მესის ტრანსფერის ფინანსური ანალიზით არიან დაკავებულნი. ამასთანავე, ჩრდილოელებს ისიც ადარდებთ, გამოვა თუ არა მესის მიყვანა "ფეარ პლეის" წესების დარღვევის გარეშე.
ხოლო, რაც შეეხება კატალონიურ გრანდს, მათ მესის სატრანსფერო ფასი უკვე განსაზღვრული აქვთ და მზად არიან ლეოს 700
მილიონ ევროდ შეელიონ.