"ბარსელონას" კაპიტანი ლეო მესი დღეს "ბარსელონაში" მედშემოწმების გასავლელად არ გამოცხადდება, არც კორონავირუსის ტესტს არ ჩააბარებს და ორშაბათს გუნდთან ერთად წინასასეზონო შეკრებას არ დაიწყებს, - იტყობინება კატალონიის რადიო RAC1.
"ბარსა" მესის ფაქსით შეახსენებს, რომ კლუბთან მოქმედი კონტრაქტი აკავშირებს და მედშემოწმებაზე უნდა გამოცხადდეს.
მოკლედ, მესი ვა-ბანკზე წავიდა და საქმე, ალბათ, სასამართლომდე მივა.