Mirror: "ბარსელონა" მესის გაყიდვას დათანხმდა

AutoSharing Option
ბრიტანული გამოცემა Mirror-ის ინფორმაციით, "ბარსელონა" არგენტინელი ვარსკვლავი ლიონელ მესის "მანჩესტერ სიტიში" გაყიდვას დათანხმდა.

წყაროს ცნობით, კატალონიელები მზად არიან "ქალაქელებს" ლეო 280 მილიონი ევროს სანაცვლოდ დაუთმონ. ამასთანავე, "ბლაუგრანას" ხელმძღვანელობა ალტერნატულ ვარიანტსაც განიხილავს, რომლის მიხედვითაც, ინგლისელებს 134 მილიონი ევროს გადახდა მოუწევთ, ხოლო დანარჩენი თანხის სანაცვლოდ "ბარსაში" ფეხბურთელებს გაუშვებენ.

თავიდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ბარსელონა" მესის 700 მილიონზე ნაკლებად არ შეელეოდა, თუმცა მოგვიანებით გასაჯაროებული ცნობებით, კონტრაქტში გასასხვისებელ თანხად აუცილებლად 700 მილიონი ევრო არაა მითითებული.

ასევე, ცნობილი გახდა, რომ "სიტის" მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა ბარსელონაში
ლეოსთან მოსალაპარაკებლად და მის მომავალზე სასაუბროდ ჩავიდა.

მკითხველის კომენტარები / 23 /
ყიდის ესე იგი... ფიფია შენი სვლაა
ზორბეგი
10:13 31-08-2020
2
ვირთხა ის არის ჩასაძირად განწირული ხომალდიდან ამ შემთხვევაში ბარსადან ვინც გარბის ე.ი. მესი,ხოლო ვინც ვირთხას ექომაგება ისიც ვირთხის ჯიშისაა.გიცნობთ გადამთიელი არაკაცისთვის ვინც შანტაჟით და მუქარით 50 მილიონამდე ააყვანინა ხელფასი და და ამას ერთგულებას ეძახით იმიტომ რომ მაგისნაირი ხართ.ეტყობა კაცობა არავის უსწავლია თქვე საცოდავებო.
მარტო ფული რას უშველის თუ ბუნებამ არ უშველა
00:30 31-08-2020
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული