Mirror: "ბარსელონა" მესის გაყიდვას დათანხმდა

AutoSharing Option
ბრიტანული გამოცემა Mirror-ის ინფორმაციით, "ბარსელონა" არგენტინელი ვარსკვლავი ლიონელ მესის "მანჩესტერ სიტიში" გაყიდვას დათანხმდა.

წყაროს ცნობით, კატალონიელები მზად არიან "ქალაქელებს" ლეო 280 მილიონი ევროს სანაცვლოდ დაუთმონ. ამასთანავე, "ბლაუგრანას" ხელმძღვანელობა ალტერნატულ ვარიანტსაც განიხილავს, რომლის მიხედვითაც, ინგლისელებს 134 მილიონი ევროს გადახდა მოუწევთ, ხოლო დანარჩენი თანხის სანაცვლოდ "ბარსაში" ფეხბურთელებს გაუშვებენ.

თავიდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ბარსელონა" მესის 700 მილიონზე ნაკლებად არ შეელეოდა, თუმცა მოგვიანებით გასაჯაროებული ცნობებით, კონტრაქტში გასასხვისებელ თანხად აუცილებლად 700 მილიონი ევრო არაა მითითებული.

ასევე, ცნობილი გახდა, რომ "სიტის" მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა ბარსელონაში
ლეოსთან მოსალაპარაკებლად და მის მომავალზე სასაუბროდ ჩავიდა.

მკითხველის კომენტარები / 23 /
ძაან რისკია რა ამხელა თანხის გადახდა 33 წლისაა უკვე და როდის დასტუკავს არავინ იცის.
12
მართალი ხარ. შეაბრუთუნეს უკვე ამ ასაკებზე. ბარსამანიაზე უკვე შემზიზღდა შესვლა ისეთ სისულეელებს წერენ ვითომ ფეხბურთის მცოდნე პატარები. არ ვიცი რა, ასე უხაროდეთ მესის და სუარესის წასვლა უბრალოდ მიკვირს. ამ საცოდავებს ვერ გაუგიათ, რომ ბარსას ხერხემლის წასვლით კი არ გაძლიერდება ბარსა, არამედ უფრო დასუსტდება მაგრად. უკვე გონიათ კუმანი დაუბრუნებს დიდებას ბარსას, მაგრამ არაა ესე. ესეთი სამარცხვინო ნაბიჯებით რაც გაუკეთეს სუარეს და მესის უფრო ჩაძირავენ ბარსას, ხოდა მერე იყვირონ მესი, მესი და ცხრიანი. უბრალოდ ძალიან მწყდება გული ლეო მესიზე და სუაზე.
qomagi
14:07 30-08-2020
2

სიახლეები პოპულარული