ივან რაკიტიჩი "სევილიაში" მედშემოწმებას გადის

AutoSharing Option
"სევილიამ" "ბარსელონას" ნახევარმცველ ივან რაკიტიჩთან შეთანხმებას მიაღწია, - იტყობინება ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო "ტვიტერით".

ხორვატმა "ბარსას" ხელმძღვანელობას თავად სთხოვა გუნდიდან გაშვება, "სევილიაში" მედშემოწმებას გადის და კონტრაქტს 2023 წლის ზაფხულამდე გაუფორმებენ.

რაკიტიჩი "სევილიაში" 2011-14 წლებში თამაშობდა, იქამდე "შალკესა" და "ბაზელის" ღირსებას იცავდა, "ბარსელონასთან" ხელშეკრულება კი გაისად უმთავრდება.

გასულ სეზონში ყველა ტურნირზე მან 42 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ "სევილიაში" გადასვლის გამო ივანი ხელფასის განახევრებაზეა თანახმა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ჯერ რაკიტიჩი ამოიჩემეს და ყველანაირად შეუზღუდეს თამაშის დრო, აგრძნობინეს აღარ გვჭირდებიო, ამ გაუგებრობაში დააკარგინეს სათამაშო ფორმა და ზოგიერთი ლაწირაკების სალაპარაკო გახადეს ბარსამანიაზე, რას აღარ უწოდებნენ: მძორს, წაეთრიე, დაბერდი, სკამზე დაეგდე და ესეთები. ასეთ ვითომ ფანებს, ფეხბურთთან საერთო არა აქვთ არაფერი. უბრალოდ თავს იტყუებენ და ეგ არის. რაკიტიჩი იყო ბარსასთვის ძალიან კარგი მშრომელი ფეხბურთელი, რომელსაც არ ეზარებოდა თამაში და ბევრჯერაც გადაურჩენია გუნდი. რაკეტა დიდი მადლობა ყველაფრისთვის, წარმატება სევილიაში, მანდ უფრო დაგაფასებენ დარწმუნებული ვარ.
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული