
32 წლის ხორვატს ანდალუსიურმა კლუბმა ოთხსეზონიანი ხელშეკრულება გაუფორმა.
"სევილიას" მისი ტრანსფერი 1.5 მილიონი ევრო დაუჯდა და შეიძლება ბონუსების სახით "ბარსელონას" კიდევ 9 მილიონი გადაუხადოს.
ივანი "სევილიადან" "ბარსაში" 2014 წელს გადავიდა, კატალონიურ გუნდში კი 310 მატჩში 35 გოლი გაიტანა და 42 საგოლე გადაცემა გააკეთა.