32 წლის რაკიტიჩს "სევილიამ" ოთხსეზონიანი კონტრაქტი გაუფორმა

AutoSharing Option
ნახევარმცველი ივან რაკიტიჩი "სევილიაში" დაბრუნდა

32 წლის ხორვატს ანდალუსიურმა კლუბმა ოთხსეზონიანი ხელშეკრულება გაუფორმა.

"სევილიას" მისი ტრანსფერი 1.5 მილიონი ევრო დაუჯდა და შეიძლება ბონუსების სახით "ბარსელონას" კიდევ 9 მილიონი გადაუხადოს.

ივანი "სევილიადან" "ბარსაში" 2014 წელს გადავიდა, კატალონიურ გუნდში კი 310 მატჩში 35 გოლი გაიტანა და 42 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ბარსას ხელმძღვანელობა მეზიზღებით ლეგენდებს ასე, რომ ექცევით. კუმანის ხელში ბარსა უფრო ჩაიძირება, ისეთი შეცდომებითი "სტარტი" აიღო, რომ არა მგონია რამე გამოუვიდეს. მენანება ესეთი ლეგენდა გუნდის ასეთი დაღმასვლა. ლეო მესიზე რა უნდა ვთქვა, უბრალოდ გული მიკვდება ასეთი დონის ფეხბურთელს ასე, რომ ექცევიან. აგერ იბრას არ უშვებს მილანი, მართლებიც არიან. და ბარსაში კი მთხლე ბართომეუს ხელში ვის მოუნდება თამაში? იმის მაგივრად ლეო მესისთვის ხელი შეეწყოთ, ან თუნდაც ასეთი სუპერ ვარსკვლავი გყავს გუნდში, ეს რამხელა სახელია და პრესტიჟი გუნდისთვის, პირიქით გააკეთეს, ლეოს კი არა ნამდვილ გულემატკივრებსაც აღარ გვაქვს არაფრის ხალისი, როცა ასეთ მარაზმს და მარაზმატიკებს უყურებ ბართომეუს და კუმანის სახით, მაგათი ბრალია მესი ამ დღეში, რომ არის და არავისთან არ უნდა კონტაქტი. ამ ბარსამანიაზე კი ამ ლაწირაკებმმა შემაძულეს მანდ შესვლა, ისეთ სისულეელებს წერენ მესიზე. მოკეტეთ მაინც,დავიჯერო თქვენ მეტი გაგიკეთებიათ ლეოზე? თქვენი საქმეა მარტო ლაყბობა და მეტი არაფერი.
უბრალოდ ფანი.
20:02 01-09-2020
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული