კუმანმა "ბარსელონაში" "გვარდიოლას წესი" აღადგინა

AutoSharing Option
Sport.es-ის ინფორმაციით, "ბარსელონას" ახალმა მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა გუნდში ძველი წესი აღადგინა, რომელიც "ბლაუგრანაში" ხოსეპ გვარდიოლას ყოფნის დროს მოქმედებდა.

გვარდიოლას მიერ შემოღებული წესი მარტივი გახლდათ - ფეხბურთელები საწვრთნელ ბაზაზე სავარჯიშო პროცესის დაწყებამდე 1 საათით ადრე უნდა მისულიყვნენ. პეპის წასვლის შემდეგ ეს წესი ყველა მწვრთნელმა დაივიწყა, ნიდერლანდელმა კი ის აღადგინა.

ხოსეპ გვარდიოლა "ბარსელონას" სათავეში 2008-12 წლებში ედგა. მიმდინარე სეზონში კი "ბარსამ" ვერცერთი ტიტული ვერ მოიგო, ლა ლიგაში მეორე ადგილზე გავიდა, ხოლო ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალურ ეტაპზე "ბაიერნთან" 2:8 დამარცხდა.

მკითხველის კომენტარები / 10 /
მესიმ პრივილეგირებულების კასტა ყავდა და ვარჯიშის თავისი გრაფიკი ქონდათ.ამ თავნებობის გამო წააგეს წელს ყველაფერი, ბოლოს საერთოდ განადგურდნენ.ვალვერადეც მაგიტომ გაუშვეს ,ყველას ერთნაირ პირობებში ჩაყენება რომ მოითხოვა.მესიმ თავისთავს უნდა დააბრალოს ბარსას სამარცხვინო კრახი.თავი მეფედ წარმოიდგინა.ყველა ჟურნალისტი ნაყიდი ყავდა რომ ექოთ და ედიდებინათ. ჩ.ლ-ებს სამარცხვინოთ აგებდნენ და მაინც აქებდნენ.ასევე ნაკრებში.შარშან ისე გათავხედდა რომ სრულიად დაუმსახურებლად ოქროს ბურთიც კი იყიდა.
რაც მოგივა დავითაო
15:07 02-09-2020
23
ნახევარი საათი "უქიმერიონს" სჭირდებოდა, ალბათ წნორის "მილანსაც",მაგრამ "ბარსელონას"რომ არ ყოფნიდა, ეს შედეგებმაც აჩვენა.
"რიგითი გულშემატკივარი"-ZENA- ს
13:15 02-09-2020
3

სიახლეები პოპულარული