მოდრიჩმა მესის სავარაუდო წასვლაზე ისაუბრა

AutoSharing Option
მადრიდის „რეალის“ ხორვატმა ნახევარმცველმა ლუკა მოდრიჩმა „ბარსელონას“ ფორვარდ ლიონელ მესის სავარაუდო ტრანსფერის შესახებ გააკეთა კომენტარი.

„მესის წასვლა დიდი დანაკლისი იქნებოდა. იმის მსგავსი, როგორიც კრიშტიანოს „იუვეში“ გადაბარგება იყო. თუმცა წარსულით ვერავინ იცხოვრებს, ეს ფეხბურთია და მას თან ყველაფერი ახლავს.

თუ მესი სხვა ლიგაში გადავა, ეს პრიმერასთვის დიდი დანაკარგი იქნება, პრესტიჟზეც უარყოფითად იმოქმედებს. მაგრამ ჩვენ წინ უნდა განვაგრძოთ სვლა. ვარსკვლავებად სხვა ფეხბურთელები ჩამოყალიბდებიან.

როცა რონალდომ „რეალი“ დატოვა, მაშინაც რთული იყო, თუმცა „ბ
ლანკოსმა“ მის გარეშე ცხოვრება განაგრძო და იგივე რამ მოხდება „ბარსელონასა“ და ლა ლიგის შემთხვევაში", - განაცხადა მოდრიჩმა.

მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 1 /
ერთი რამ ცხადია,ლა ლიგა აღარ არის საუკეთესო ლიგა.შედეგიანობით,იტალიამაც კი გადაასწრო.მესის წასვლა და ბარსელონას დაშლა,კიდევ უფრო გაართულებს მდგომარეობას და შეამცირებს შემოსავლებს.ასე რომ მესის წასვლა,მხოლოდ მესის და ბარსას პრობლემა კი არაა,არამედ მთელი ლიგის პრობლემადაც გადაიქცევა.ალბათ შეიძლება ითქვას,რომ ბარტომეუ,საფეხბურთო ჰეროსტრატეა.
სოსო
14:38 03-09-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული