მესი "ბარსელონაში", ბარტომეუ ციხეში? - "ბარსაში" ძაღლი პატრონს ვეღარა ცნობს

AutoSharing Option
"ბარსელონაში" მოვლენები ელვისებური სისწრაფით და ერთობ უცნაურად ვითარდება. კერძოდ, "მარკას" მტკიცებით, თავდამსხმელმა ლეო მესიმ გუნდში დარჩენა გადაწყვიტა. ის მიხვდა, რომ სასამართლო გარჩევები დიდხანს გაგრძელდება, ამასობაში მთელი სეზონი გაუცდება და უკან დახევა გადაწყვიტა. გამოცემა ხაზს უსვამს, რომ მესის არ უნდა, "ბარსა" ნეიმარის მსგავსად კონფლიქტით დატოვოს.

მესი კი ბრუნდება, მაგრამ შეიძლება კლუბში პრეზიდენტი ჟოზეპ ბარტომეუ აღარ დახვდეს. "მუნდო დეპორტივოს" ცნობით, კატალონიის პოლიციამ მას ბრალდება წაუყენა. ძიება ე.წ. ბარსაგეიტზე კარგა ხანია მიმდინარეობს. სამართალდამცველებს მიაჩნიათ, რომ ბარტომეუმ კომპანია I3 Ventures-ს, რომელიც მის პირად რეპუტაციას
იცავდა და თან გუნდის ფეხბურთელებს, განსაკუთრებით, ლიონელ მესისა და ჟერარდ პიკეს აკრიტიკებდა, იმაზე ექვსჯერ მეტი თანხა გადაუხადა, რაც ასეთი "მომსახურება" ღირს.

აღსანიშნავია, რომ ამ კომპანიის ხელმძღვანელი ბარტომეუსთან დაახლოებული პირი ჟაუმე მასფერერია. პოლიცია ეჭვობს, რომ კლუბიდან ამ კომპანიაში გადარიცხული ფული მასფერერმა და ბარტომეუმ ჩაიჯიბეს. "ბარსელონას" პრეზიდენტი ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს.

მოკლედ, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, რომელიც მძაფრსიუჟეტიან ფილმს ჰგავს.

მკითხველის კომენტარები / 6 /
მაგის მოშორება კარგია ბარსასთვის, მარა რა ციხეში უნდა ჩაჯდეს რა სისულელეებს წერთ ეს ჟურნალისტები.ფულით და სკანდალების გაშუქებით ვეღარ ძღებიან ევროპაში ეგ მესამე სქესის პასპორტის გამომგონებლები და აქ მაინც ნორმალურად იმუშავეთ.იქით ნეიმარის და მისი ოჯახის ტრილოგიას განიხილავთ, აქეთ არ უბლოკავთ იმ ავადმყოფ სასტავს კომებს ვინც სხვის სულიერ ფასეულობებს აკნინებს და ცილს სწამებს.ეს ყოველივე არის იმ მცირეთაგანი რასაც ამ საიტზე შეხვდება კაცი.სხვა არაფერი გიჭირთ.სპორტულ სიახლეებს ნორმალურად აქვეყნებთ და ძალიან გთხოვთ მომხმარებლის ინტერესებიც გაითვალისწინეთ.არ დაბლოკოთ
კარგით რა
18:50 04-09-2020
3
მესიმ დაამტკიცა რომ სხვაგან არ შეუძლია თამაში, არსად წამსვლელი ეგ არაა,კიდევ ერთხელ გაიბუტა,არია მონასტერი
მახო
18:38 04-09-2020
9
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული