მესი: ბარტომეუმ პირობა არ შეასრულა - ვრჩები

AutoSharing Option
თავდამსხმელმა ლეო მესიმ ოფიციალური განცხადებით "ბარსელონაში" დარჩენა იუწყა:

"მე უკმაყოფილო ვიყავი და წასვლა მინდოდა. ამის გაკეთების უფლება არ მომცეს, ამიტომ კლუბში ვრჩები, რათა სასამართლო გარჩევებით არ დავკავდე.

ხელმძღვანელობას და მათ შორის პრეზიდეტს ვუთხარი, რომ წასვლა მინდოდა. ამას მთელი წელი ვამბობდი. ვთვლიდი, რომ გვერდზე გადგომის დრო დადგა. მე მიმაჩნდა, რომ კლუბს უფრო მეტი ახალგაზრდა ფეხბურთელები სჭირდებოდა და რომ ჩემი დრო "ბარსელონაში" დასრულდა. ძალიან ვწუხდი, რადგან ყოველთვის ვამბობდი, რომ კარიერის აქ დასრულება მსურდა.

ეს ძალიან მძიმე წელი იყო, ვარჯიშებზე ბევრს ვითმენდი, თამაშებისას,
გასახდელში. ჩემთვის ეს ძალიან რთული გახდა და დადგა მომენტი, როდესაც ახალი ამბიციების ძებნაზე დავფიქრდი. ეს "ბაიერნთან" ჩემპიონთა ლიგაზე წაგების გამო არ მოხდა, არა... მე ამ გადაწყვეტილებაზე დიდხანს ვფიქრობდი.

მე ყველაფერზე პრეზიდენტს ვუთხარი. ის მუდამ ამბობდა, რომ სეზონის ბოლოს შემეძლო გადამეწყვიტა, წავსულიყავი თუ დავრჩენილიყავი და მან თავისი სიტყვა არ შეასრულა", - განუცხადა მესიმ Goal-ს.

მკითხველის კომენტარები / 34 /
ყველა ფეხბურთის გულშემატკივარს უნდა სიამონნებდეს იმ თამაშის ყურება რასაც მესი თამაშობს, ეს ხომ ნიჭიერებაა რაც ბუნებრივად ერგო მესის, ამავდროულად უნდა ითქვას რონალდუც რომელიც შრომის განსახიერებაა, ორივე უდიდესი ფეხბურთელია და თავისი ნიჭით და შრომით მიაღწიეს ამდენს. სამაგალითო უნდა იყოს ჩვენი ახალგაზრდებისათვის. წარმატებები ყველას!!!!!
სამართალი
23:40 05-09-2020
0
ჩემი ბიჭი 12-წლის არის, მესის დიდი გულშემატკივარია და რომ გაიგო მესი რჩებაო, სიხარულისგან სულ მესი მესის ყვიროდა.
ავთო
19:52 05-09-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული