მესი თანაგუნდელებზე ნაწყენია და კუმანთან კაპიტნად დარჩენის საკითხს განიხილავს

AutoSharing Option
"ბარსელონადან" წასვლის უშედეგო მცდელობის შემდეგ თავდამსხმელმა ლეო მესიმ კორონავირუსზე ტესტი სახლში ჩააბარა, ხვალ გუნდთან ერთად ვარჯიშს დაიწყებს და მწვრთნელ რონალდ კუმანთან კაპიტნად დარჩენის საკითხს განიხილავს, - იტყობინება კატალონიური "სპორტი".

გამოცემის ცნობით, კუმანი მესის გადაწყვეტილებას დაეთანხმება. "ბარსას" ვიცეკაპიტნები სერხი ბუსკეტსი, ჟერარ პიკე და სერხი რობერტო არიან.

მესი ძალიან გაანაწყენა იმ ფაქტმა, რომ კლუბთან კონფლიქტისას თანაგუნდელებმა მხარი არ დაუჭირეს.

მკითხველის კომენტარები / 23 /
ფეხბურთი ომია და რეალის გულშემატკივრებისთვის ბარსას ფეხბურთელები მტრები არიან განსაკუთრებით მესი რომელსაც ბევრჯერ გაუმწარებივართ.ამიტომ ყოველთვის ვეძებთ მის გასაკრიტიკებელ მომენტს.და როგორ ფიქრობ გაუშვებდი ხელიდან როდესაც ბარსა 8-2 განადგურდა ხოლო მესი დაიბნა და მაგრად შეეშალა.ასე რომ გულთან ახლოს ნუ მიიტანთ "მტრების" კომენტარებს იცოდეთ როგორც ამერიკულ განგსტერულ ფილმებში იტყოდენ "პირადული არაფერია ეს მხოლოდ ბიზნესია".მოკლედ წარმატებებს გისურვებთ ცხოვრებაში ბარსას გარეშე
პატივისცემით ასეა ეს
10:24 08-09-2020
0
წავიკუთხე შენი კომენტარი მესიზე.არ მეგონა ასეთი კარგი და საყვარელი რომ იყო.ვინანიებ რომ ვცდებოდი,ამის შემდეგ სულ დადებით კომენტარებს გავაკეთებ.ეგ კი არა რეალს ვგულშემატკივრობდი და ხვალიდან ბარსას ფანი გავხდები.
ასეა ეს
19:46 07-09-2020
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული