კუმანი ლიდერობას ჰპირდებოდა, მესის დარჩენას კი "ბარსას" დატოვებისკენ მიჰყავს

AutoSharing Option
ინგლისური გრანდები კატალონიური "ბარსელონას" ფრანგი ფორვარდით - ანტუან გრიზმანით არიან დაინტერესებულნი და "ლივერპული", "მანჩესტერ იუნაიტედი", "არსენალი" "ბლაუგრანაში" მოვლენების განვითარებას ყურადღებით აკვირდებიან.

Daily Mail-ის ინფორმაციით, "ბარსას" ახალი მთავარი მწვრთნელი ანტუანს ლიდერის როლს შეჰპირდა, თუმცა ლიონელ მესის კლუბში დარჩენამ ყველაფერი შეცვალა.

ფრანგი თავდამსხმელის სასარგებლოდ წისქვილზე წყალს არც მიუნხენის "ბაიერნიდან" ფილიპე კოუტინიოს დაბრუნება ასხამს.

ამას ემატება პრესაში გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, "ბარსელონას" პრეზიდენტმა ხოსეპ ბართომეუმ მადრიდის "ატლეტიკოს" გრიზმანის ჟოაო ფელიქსში გაცვლა შესთავაზა.

120 მილიონ ევროდ შეძენილი ანტუან გრიზმანის საქმე "ბლაუგრანას" რიგებში მთლად დალაგებული ნამდვილად არაა. ასეთი თანხის
გადახდის შემდეგ, შესაძლოა, ფრანგმა გუნდი პირველივე სეზონის შემდეგ დატოვოს. 

altდიუგარი მესიზე: ამ მეტრანახევრიანი აუტისტის ეშინია გრიზმანს?

altსეტიენი: გრიზმანის წინაშე ბოდიშს არ მოვიხდი, სუარესი და მესი მოედანზე სულ უნდა იყვნენ


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული