სერხიომ ანდრეი შევჩენკოს მიერ გაწვრთნილ უკრაინის ნაკრებს დუბლი შეუსრულა და ესპანელებს გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა.
აღსანიშნავია, ცენტრალური მცველი წლევანდელ სეზონში წარმოუდგენელ შედეგს აჩვენებს: მადრიდელთა კაპიტანმა ლა ლიგის აწ უკვე დასრულებულ სეზონში 11 გოლი გაიტანა და უდიდესი როლი ითამაშა "სამეფო კლუბის" გაჩემპიონებაში; ნაკრებს უკვე 4 გოლით დაეხმარა, ამას დამატებული ჩემპიონთა ლიგაზე გატანილი 2 გოლი და საერთო
ივნისში "ეიბარის" კარში გატანილი გოლი მისთვის პირველსარეკორდო აღმოჩნდა - „თეთრების“ კაპიტანი ლა ლიგის ისტორიაში ყველაზე შედეგიანი მცველი გახდა.
სერხიო ესპანეთის ნაკრების ბომბარდირთა სიაში 23 გატანილი გოლით მერვე ადგილს იკავებს, რაც მცველისათვის წარმოუდგენლად მაგარი შედეგია.
sportall.ge-სთვის მოამზადა ირაკლი ბლიაძემ
მომზადებულია Marca-ს მიხედვით
გამოქვეყნებამდე წაგეკითხათ რას წერდით,...
..."არგენტინელი დანიელ პასარელას რეკორდი დაამხო" - სწორია,...