ლა ლიგის პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმა განაცხადა, რომ სანამ კორონავირუსის ვაქცინა არ იქნება, გულშემატკივრებს მატჩებზე დასწრების უფლებას არ მისცემენ.
"იმისათვის, რათა მაყურებლები სტადიონებზე მატჩებს დაესწრონ, ჩვენ ვაქცინა გვჭირდება და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ თებერვალში ან იანვარში გვექნება. პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა თქვა, რომ ვაქცინა ზამთარში გვექნება".
პრიმერას გასული სეზონის გათამაშება ეპიდემიის გამო მარტში შეჩერდა, ივნისში განახლდა, მორიგი ჩემპიონატი კი სტარტს 11 სეტემბერს "გრანადასა" და "ბილბაოს" მატჩით აიღებს.