"ბარსელონას" მდგომარეობის გათვალისწინებით, ამ გუნდის ყოფილმა თავდამსხმელმა სამუელ ეტო'ომ საკმაოდ თამამი პროგნოზი გააკეთა.
"ესპანეთის შემდეგი ჩემპიონი "ბარსელონა" გახდება. მე მინდა, რომ ჩემი გულის გუნდი "მალიორკა" უმაღლეს დივიზიონში დაბრუნდეს", - ციტირებს ეტო'ოს As-ი.
კამერუნელი ფორვარდი "მალიორკაში" 2000-04 წლებში თამაშობდა და შემდეგ გადავიდა "ბარსაში".