გრიზმანი: მესისთან ურთიერთობას დავალაგებ - მბაპესთანაც ასე იყო

AutoSharing Option
"ბარსელონას" თავდამსხმელმა ანტუან გრიზმანმა გუნდის კაპიტან ლეო მესისთან ურთიერთობაზე ისაუბრა.

"ეს ყველასთვის ძალიან რთული სეზონი იყო, მაგრამ ახლა ყველაფერს ნულიდან ვიწყებთ.

ჩემი და მესის ურთიერთობა იმას ჰგავს, თუ როგორ განვითარდა ურთიერთობა ჩემსა და მბაპეს შორის. თავიდან სირთულეები გვქონდა და ურთიერთგაგების დასამყარებლად დრო დაგვჭირდა. მესისთანაც ასევე დალაგდება.

მინდა პარტნიორებთან ერთად ისევ ვითამაშო და ტურნირების მოსაგებად ბოლომდე დავიხარჯო. გასული წელი "ბარსელონაში" ტიტულების გარეშე დასრულდა, რაც დიდი ხანია არ მომხდარა", - ციტირებს გრიზმანს As-ი.

მკითხველის კომენტარები / 1 /
მიუხედავ ჩემი დიდი პატივისცემისა დ სიყვარულისა მესის მიმართ, ცოტათი ძნელი იქნება ლეოს ხასიათთან შეგუება, ის ხომ ხასიათის და ცოტათი ჩაკეტილი პიროვნებაა, მაგრამ იმედს ვიტოვებთ, რომ ნელ -ნელა ყველაფერი დალაგდება და გამოსწორდება.
მესის ფანი
12:45 10-09-2020
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული