"პანღურებს ნუ მირტყამ, ყ...ო" - მესიმ ნერვები ვერ მოთოკა

AutoSharing Option
ტარაგონის "ხიმნასტიკის" ნახევარმცველმა ხავიერ რიბელესმა განაცხადა, რომ "ბარსელონასთან" გამართული ამხანაგური მატჩის (1:3) დროს კატალონიელთა კაპიტანმა ლიონელ მესიმ ერთ-ერთ ეპიზოდში ნერვები ვერ მოთოკა.

"ჩვენი პატარა კონფლიქტის დროს მესიმ მითხრა: "შეწყვიტე, პანღურებს ნუღარ მირტყამ, იდიოტო", - განაცხადა რიბელესმა El Chiringuito TV-სთან საუბარში.

თუმცა, რამდენიმე ესპაური საიტის მიხედვით, ლეომ არა იდიოტი, არამედ "ის" სიტყვა გამოიყენა და მეტოქეს ასე მიმართა.

არგენტინელმა ვარსკვლავმა "ხიმნასტიკთან" გამართული თამაშის პირველი ნახევარი ჩაატარა, მეორე ტაიმში კი მის ნაცვლად მოედანზე მარტინ ბრაიზვაითი შევიდა.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 9 /
ამ სიტყვისთვის ყბაში რომ მოედო მესისთვის ან ცოლი ეგინებინა მერე რას იზამდა ან თქვენ რას იტყოდით.ეგეც არა მყავდეს ყარამან ყანთელი.
ქაჯების საკენკი
12:05 16-09-2020
7
ვენაცვალე მესის თუ ეგრე უთხრა. რა კარგია არა, ფეხებში მირტყა და არც გაგინო? ეგრე სადა არის თაყაო.
გოჩა
19:47 14-09-2020
22
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული