"პანღურებს ნუ მირტყამ, ყ...ო" - მესიმ ნერვები ვერ მოთოკა

AutoSharing Option
ტარაგონის "ხიმნასტიკის" ნახევარმცველმა ხავიერ რიბელესმა განაცხადა, რომ "ბარსელონასთან" გამართული ამხანაგური მატჩის (1:3) დროს კატალონიელთა კაპიტანმა ლიონელ მესიმ ერთ-ერთ ეპიზოდში ნერვები ვერ მოთოკა.

"ჩვენი პატარა კონფლიქტის დროს მესიმ მითხრა: "შეწყვიტე, პანღურებს ნუღარ მირტყამ, იდიოტო", - განაცხადა რიბელესმა El Chiringuito TV-სთან საუბარში.

თუმცა, რამდენიმე ესპაური საიტის მიხედვით, ლეომ არა იდიოტი, არამედ "ის" სიტყვა გამოიყენა და მეტოქეს ასე მიმართა.

არგენტინელმა ვარსკვლავმა "ხიმნასტიკთან" გამართული თამაშის პირველი ნახევარი ჩაატარა, მეორე ტაიმში კი მის ნაცვლად მოედანზე მარტინ ბრაიზვაითი შევიდა.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 9 /
ხვიჩა, ამ სტატიას მარტო ბირჟის სასტავი ხომ არ კითხულობს? დაკარგავთ ნდობას კარგო ადამიანო. დაიცავით ტაქტი და ქუჩის დონეზე ნუ დაწევთ საიტის დონეს. მიყვარს ეს საიტი და არ გეკადრებათ მსგავსი სათაურები
გადასარევი გიორგი
16:49 14-09-2020
3
მეზობლისთვის კიდე მუ..ლო უთქვია თურმე ... ეგ როგორღა გამოგრჩად და სასწრაფოდ არ გაგვაგებინეთ ეს მიკვირს. არადა ასეთი პროფესიონალები...
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული