საიდუმლო გარიგება შედგა - ლაუტარო ესპანურ გრანდში ითამაშებს, თუმცა არა "ბარსაში"...

AutoSharing Option
sportbible.com-ისა და კიდევ რამდენიმე იტალიური სპორტული გამოცემის მიხედვით, მილანის "ინტერის" არგენტინელი თავდამსხმელი ლაუტარო მარტინესი კარიერას მადრიდის "რეალში" გააგრძელებს.

წყაროს ცნობით, კლუბები აღნიშნული ტრანსფერის საკითხს საიდუმლოდ დიდი ხნის განმავლობაში ინახავდნენ და სანამ "ინტერმა" არტურო ვიდალის საკითხი არ შეათანხმა, არაფერი გაასაჯაროვეს. ამის მიზეზი კი "ბარსელონას" მხრიდან ლაუტაროს მიმართ არსებული ინტერესი იყო.

მარტინესის გაყიდვა "ინტერს" აშრაფ ჰაკიმის ტრანსფერის თანხებს დაუფარავს, რომელშიც "რეალს" 40 მილიონი ევრო გადაუხადეს. ამასთანავე, დაიწერა, რომ ლაუტაროს ნაცვლად "ინტერში" "რეალის" ფორვარდი ლუკა იოვიჩი იჯარის წესით მივა და იტალიელებს მისი გამოსყიდვის
უფლება ექნებათ.

ლაუტარო მარტინესის ხელფასი მადრიდის "რეალში", დაახლოებით, 8 მილიონი ევრო იქნება. ეს 3 მილიონით აღემატება მის ამჟამინდელ გასამრჯელოს, თუმცა 2 მილიონი ევროთი ჩამორჩება "ბლაუგრანას" შეთავაზებას.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული