მადრიდის "რეალის" მოგება საოცარ რიცხვამდე დაეცა

AutoSharing Option
მადრიდის "რეალმა" 2019/20 წლების სეზონის ეკონომიკური აქტივობები დაითვალა და როგორც Marca იტყობინება, სხვა უამრავი კლუბისაგან განსხვავებით, შემოსავლებმა გასავლებს გადააჭარბა.

თუმცა, როცა საუბარი მადრიდის "რეალზე" მიდის, 320 000 ევრო არაფერია - სწორედ ამდენი იყო "ბლანკოსის" მოგება წინა სეზონში.

სეზონის 2/3 ნორმალურ რეჟიმში ჩატარდა, ხოლო ამის შემდეგ კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული შეჩერება იყო, ბოლოს კი სეზონი უმაყურებლოდ ჩამთავრდა.

"რეალმა" საჭირო ზომები მალევე მიიღო - სამწვრთნელო შტაბსა და ფეხბურთელებს ხელფასები შეუმცირა. რაც უნდა გასაკვირი იყოს, ლა ლიგის მოგების სანაცვლოდ პრემიებიც არ გაუციათ.

უკვე ახალი
სეზონის წინ "რეალში" დაითვალეს, რომ წინა წელთან შედარებით, 172 მილიონი ევროთი ნაკლები შემოსავალი ექნებათ. თანხა შეიძლება გაიზარდოს, თუ მაყურებლები სტადიონის ტრიბუნებს არ დაუბრუნდებიან. "სამეფო კლუბის" ბიუჯეტი, დაახლოებით, 650 მილიონი ევროა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
მაგაზე მადარდე პერეს ბაბუა, შენს რეალს შემოსავალი თუ შეუმცირდება. აი დარდი?
buba
13:28 14-09-2020
11

სიახლეები პოპულარული