ბრიტანული "ტელეგრაფის" მტკიცებით, ბეილის გადაბირებით პირადადაა დაინტერესებული "ტოტენჰემის" პრეზიდენტი დანიელ ლევი. "სამეფო კლუბი" მზადაა ბეილი "ტოტენჰემს" ნახევარმცველ დელე ალიში გაუცვალოს.
"რეალს" სურს ალი კონტრაქტის გამოსყიდვის უფლებით ინათხოვროს. ისინი ალის ხელფასს სრულად გადაუხდიან, ხოლო ბეილს - სანახევროდ.
ალის "ტოტენჰემთან" კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, მისი სატრანსფერო ფასი კი 54 მილიონი ევროა.