"ბეტისი"-"რეალი" 2:3 - ავტოგოლი, გაძევება, პენალტი და სხვა სამეფო ხიბლები [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგას მესამე ტურში "რეალმა" გასვლაზე 3:2 მოუგო "ბეტისს"

თვალში მოსახვედრი იყო, რომ ზინედინ ზიდანმა 4-4-2 ტაქტიკით დააწყებინა გუნდს თამაში. თავდასხმაში ბენზემას იოვიჩი შეუწყვილა, ხოლო ნახევარდაცვა კროოსი, კაზემირო, ოდეგორი, ვალვერდეთი გააწყო. სტუმრებმა წარმატებას მალევე მიაღწიეს, როდესაც ბენზემას კარგი პასი საჯარიმოში ვალვერდემ ერთი შეხებით კარში გადაგზავნა.

„ბეტისმა“, რომელიც აქტიურად ირჯებოდა, მეტოქე ღია, ცოტა ავანტურისტულ თამაშში აიყოლია, რაც ამ ბოლო ხანს ზიდანის „რეალისთვის“ უჩვეულოა და შედეგად ორ წუთში, 35-ე და 37-ეზე მასპინძლები დაწინაურდნენ. გოლები მანდისა და ვილიამ კარვალიოს ანგარიშზეა. ტაიმის ბოლოს ტრავმირებული
კროოსი მოდრიჩმა შეცვალა. უნდა ითქვას, რომ „რეალის“ თამაშში შეიძლება ეს არა, მაგრამ რაღაც ნამდვილად შესაცვლელი იყო.

მეორე ტაიმი დაიწყო თუ არა, ოდეგორის ნაცვლად შემოსულმა ისკომ სიმწყობრე დაატყო გუნდს, თუმცა ანგარიშის გათანაბრებაში მას წვლილი არ შეუტანია. ავტოგოლი ემერსონმა ჩაიწერა თავის პასივში. მისი მარცხი ამით არ დასრულებულა, მთელ თამაშში შეუმჩნეველი,  სევილიელთა საჯარიმოს მიახლოებული იოვიჩი წააქცია და გააძევეს. ამან დიდად გაუიოლა საქმე სამეფო გუნდს და 82-ე წუთზე მოანაგრებული პენალტი სერხიო რამოსმა გაიტანა. „ბეტისს“ აღარავითარი რესურსი აღარ ჰქონდა დარჩენილი და დედაქალაქელებმა მარცხს შეაგუეს.

"რეალი" 4 ქულით მეხუთე ადგილზეა და 30 სექტემბერს "ვალიადოლიდს" უმასპინძლებს.

სერხიო რამოსმა ჩემპიონატზე ზედიზედ 17 პენალტი გაიტანა.

ზიდანის ხელმძღვანელობით "რეალმა" ჩემპიონატზე მე-100 გამარჯვება მოიპოვა.

ბეტისი - რეალი 2:3
გოლები: 0:1 ვალვერდე (14), 1:1 მანდი (35), 2:1 კარვალიო (37), 2:2 ემერსონი (48, საკ. კარში), 3:2 სერხიო რამოსი (82, პენ)
გაძევება: ემერსონი (67)

მკითხველის კომენტარები / 4 /
ბარსელონას ფანი რომ არის ჟურნალისტი როგორ ეტყობა
ნიკა
19:53 27-09-2020
4
მსაჯის დახმარებით რეალმა სამი ქულა აიღო.
sake
15:40 27-09-2020
10

სიახლეები პოპულარული