ჟოზეპ ბარტომეუს გადაყენება ახლოვდება და რეალური ხდება

AutoSharing Option
"ბარსელონას" გულშემატკივრებმა კლუბის წესდებით, პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა წამოიწყეს. ამ საკითხის რეფერენდუმზე გატანისათვის საჭიროზე მეტი, 20 000-ზე მეტი ხელმოწერა უკვე შეაგროვეს და პრეზიდენტ ჟოზეპ ბარტომეუს უნდობლობის გამოცხადების შესახებ რეფერენდუმი გაიმართება. კლუბმა უკვე შეამოწმა ხელმოწერათა ნამდვილობა, - იტყობინება "მარკა".

თუ რეფერენდუმის მონაწილეთა ორმა მესამედმა (მათგან 10% ე. წ. სოსიო,  ანუ კლუბის ოფიციალური წევრი უნდა იყოს) უნდობლობას დაუჭირა მხარი, კლუბის დირექტორატის წევრები ავტომატურად იხსნიან უფლებამოსილებას და ახალი არჩევნები ინიშნება.

"ბარსელონას" საპრეზიდენტო არჩევნები მომავალი წლის მარტშია დანიშნული, მაგრამ შეიძლება ბარტომეუ იქამდე გადააყენონ. ის "ბარსას"
ისტორიაში მესამე პრეზიდენტია, რომელსაც უნდობლობის ვოტუმი გამოუცხადეს.

გასული ფინანსური წელი კატალონიურმა კლუბმა 97-მილიონევროიანი წაგებით დაასრულა და გუნდმა ყველა ტურნირზე წარუმატებლობა განიცადა.

მკითხველის კომენტარები / 7 /
ესეა ბართოშ! რაც დათესე, იმასვე იმკი. მოგეწევა ლუის სუარესის დამამცირებელი გაშვებისათვის ცოდვა, ასევე უაზრო ტრანსფერებისთვის, წყალში გადაყრილი ფულებისათვის და რაც მთავარია დაბალი დონის მწვრთნელების მოყვანისათვისაც (ვალვერდე და სეტიენი) ლეო მესის ნერვებზე თამაშისთვისაც.
ბარსას სჭირდება ნორმალური პრეზიდენტი!
18:27 07-10-2020
0
ფიფია?
100%
21:43 07-10-2020
0

სიახლეები პოპულარული