სუარესი "ბარსას" წინააღმდეგ: "მათ ეს ყველაფერი არასწორად გააკეთეს"

AutoSharing Option
მადრიდის "ატლეტიკოს" ცხრიანმა ლუის სუარესმა ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ კატალონიის "ბარსელონას" ხელმძღვანელობამ არასწორი გადაწყვეტილებები მიიღო.

როგორც მოგეხსენებათ, რონალდ კუმანმა "ბლაუგრანას" გეგმებში ურუგვაელის საჭიროება ვერ დაინახა და ამის შესახებ თანამედროვების ერთ-ერთ საუკეთესო ფორვარდს პირადად ესაუბრა.

"ძალიან რთული პერიოდი გამოვიარე. დღემდე არ მესმის, რომ კლუბში არსებული პრობლემების გამოსწორების თვალსაზრისით, ჩემი ტრანსფერი ლოგიკური იყო. 

მიუხედავად ამისა, მიმაჩნია, რომ ცვლილებების საჭიროება ყოველთვის არსებობს, მაგრამ არა იმ ფორმით, როგორც ამ ფორმაციის "ბარსელონამ" იმოქმედა. მთელი ამ პროცესის განმავლობაში, ხელმძღვანელობამ არასწორად იმოქმედა" -
განაცხადა 33 წლის ფეხბურთელმა.

შეგახსენებთ, რომ სუარესმა "ბარსას" ფორმით 198 გოლი გაიტანა და კატალონიური გრანდის ისტორიაში მე-3 ყველაზე შედეგი მოთამაშეა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
სუა ძალიან კარგად გიგებთ, ასეთი დამამცირებელი მეთოდით შენი გაშვება იმ გუნდიდან, სადაც სული და გული გაქვს ჩადებული, ძალიან ძნელი მოსანენებელია. დარწმუნებული ვარ ამას ვერ აპატიებ "ასი წელი" დამპალ ბართომეუს და ბულდოგა კუმანს. ისე ბარსას მოთამაშეებიც და კატალონიელი ვითომ ფანებიც, დამნაშავეები არიან შენს წინაშე. მესის გარდა არავინ დაგიდგა მხარში და არ გააპროტესტეს ესეთი უმსგავსო ქმედება. ერთი სიტყვით ყველა თავის ტყავს გაუფრთხილდა. შენს წასვლას ხომ ვერ ვეგუები და ვერც შევეგუები კარგა ხანი, მაგრამ უფრო საშინელებაა ათლეტიკოს მაისურით, რომ გხედავ. საუკეთესო 9-ანი იყავი და დარჩები ყოველთვის, ვისაც უყვარხარ და პატივს გცემენ.
გოჩა
14:15 10-10-2020
0
ჯერ სიტყვაა საქმე და შემდეგ,საქმეა საქმე.მესის შემდეგ,ბარსელონას საუკეთესო გოლეადორი გახდებოდა უკვე წელს და მასზე უკეთესი ვინ უნდა მიეყვანათ,არც მე მესმის.იმედი მაქვს,ბარტომეუს გააგდებენ.
სოსო
20:30 10-10-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული