სერხიო რამოსი ორ გრანდს სურს

AutoSharing Option
El Chiringuito TV-ზე დაყრდნობით, Football Italia წერს, რომ მადრიდის "რეალის" კაპიტნის საკუთარ რიგებში ხილვა ტურინის "იუვენტუსსა" და პსჟ-ს სურთ.

კლუბებს რამოსის გადაბირების სურვილი 2021 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას აქვთ, როცა ესპანელი მცველი თავისუფალი აგენტი გახდება.

"ბებერი სინიორა" ყურადღებით ადევნებს თვალს ფეხბურთელსა და "ბლანკოსს" შორის მიმდინარე მოლაპარაკებებს. სერხიო ამჟამად 11,7 მილიონ ევროს გამოიმუშავებს (წლიურად), თუმცა განაცხადა, რომ კლუბში დარჩენა იმდენად უნდა, ხელფასის შემცირებაზეც კი არის თანახმა.

სერხიო რამოსი მადრიდის "რეალს" 2005 წელს "სევილიადან" შეუერთდა. დედაქალაქელთა მაისურით გატარებულ პერიოდში რამოსმა 22 ტიტული
მოიგო.



მკითხველის კომენტარები / 1 /
რომლებს ჩიხურას და შუქურას?
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული