სერხიო რამოსმა მსოფლიო ფეხბურთის რეკორდი დაამყარა

AutoSharing Option
ესპანეთის ნაკრების კაპიტანმა სერხიო რამოსმა ეროვნულ გუნდში გატანილი გოლების ოდენობა 23-მდე გაზარდა, არგენტინელი დანიელ პასარელას რეკორდი დაამხო და სანაკრებო დონეზე ყველაზე მეტი გოლის გამტანი მცველი გახდა.

სერხიომ ანდრეი შევჩენკოს მიერ გაწვრთნილ უკრაინის ნაკრებს დუბლი შეუსრულა და ესპანელებს გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა.

აღსანიშნავია, ცენტრალური მცველი წლევანდელ სეზონში წარმოუდგენელ შედეგს აჩვენებს: მადრიდელთა კაპიტანმა ლა ლიგის აწ უკვე დასრულებულ სეზონში 11 გოლი გაიტანა და უდიდესი როლი ითამაშა "სამეფო კლუბის" გაჩემპიონებაში; ნაკრებს უკვე 4 გოლით დაეხმარა, ამას დამატებული ჩემპიონთა ლიგაზე გატანილი 2 გოლი და საერთო
ჯამში, რამოსს 17 ზუსტი დარტყმა აქვს, რაც ბევრ ფორვარდს შეშურდება.

ივნისში "ეიბარის" კარში გატანილი გოლი მისთვის პირველსარეკორდო აღმოჩნდა - „თეთრების“ კაპიტანი ლა ლიგის ისტორიაში ყველაზე შედეგიანი მცველი გახდა.

სერხიო ესპანეთის ნაკრების ბომბარდირთა სიაში 23 გატანილი გოლით მერვე ადგილს იკავებს, რაც მცველისათვის წარმოუდგენლად მაგარი შედეგია.

sportall.ge-სთვის მოამზადა ირაკლი ბლიაძემ

მომზადებულია Marca-ს მიხედვით

altერთა ლიგა. II ტური: ესპანეთმა უკრაინა არ დაინდო - გერმანია და შვეიცარია დაზავდნენ, კოსოვოს საბერძნეთმა სძლია [VIDEO]




მკითხველის კომენტარები / 4 /
ჩვენთან ამდენი გოლი თავდამსხმელებს არააქვთ გატანილი
irakli
14:59 07-09-2020
1
არგენტინელმა?? "არგენტინელმა დანიელ პასარელას რეკორდი დაამხო.." :)
ლევან
14:43 07-09-2020
10

სიახლეები პოპულარული