"ელ კლასიკო": კომბინირებული თერთმეტეული - რომელი გუნდის ფეხბურთელები სჭარბობს?

AutoSharing Option
დღეს, თბილისის დროით 18:00 საათზე ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მე-7 ტურის ცენტრალური შეხვედრა "კამპ ნოუზე" გაიმართება, სადაც კატალონიის "ბარსელონა" მადრიდის "რეალს" უმასპინძლებს.

აღნიშნული შეხვედრა მეტად საინტერესოა იმ მხრივ, რომ გასულ ტურში ორივე გუნდი დამარცხდა, რაც თითოეულისთვის დამატებითი მოტივაცია უნდა იყოს.

ცნობილმა სპორტულმა გამოცემა Whoscored-მა "ელ კლასიკოს" კომბინირებული თერთმეტეული დააკომპლექტა. ფეხბურთელები შემადგენლობაში 2020/21 წლების საშუალო რეიტინგის მიხედვით მოხვდნენ. საინტერესოა, რომ ამ პლატფორმის მიხედვით, "ბარსას" მოთამაშეთა რაოდენობა მადრიდელებს ერთით აღემატება.

კარში ტიბო კურტუაა. (6.96) ტერ შტეგენის ტრავმამ, "ბლაუგრანას" კარის დარაჯად ნეტო აქცია, რომელიც
ბელგიელთან კონკურენციაში დამარცხდა. დაცვით ოთხეულს სერხი რობერტო(7.23), სერხიო რამოსი(7.19), რაფაელ ვარანი(6.88) და ალბა ავსებენ(7.12). ნახევარდაცვის ცენტრში ლუკა მოდრიჩთან ერთად(7.18), დე იონგი(7.26) და ფილიპე კოუტინიო არიან(7.29). 

შეტევით ფაზაში, ანსუ ფატი - 7.82 რეიტინგით მარცხენა ვინგერის პოზიციაზეა და კომბინირებულ თერმეტეულში მეორე ყველაზე მაღალი მონაცემი აქვს, რა თქმა უნდა, ლეო მესის შემდეგ (8.04). ცენტრალური ფორვარდი კი კარიმ ბენზემაა, რომლის მაჩვენებელი - 7.21-ს უტოლდება.

altPREVIEW - დღეს "ელ კლასიკოა" [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული