"რეალმა" ელ კლასიკოში იმარჯვა - ზიდანი მოხსნას გადაურჩა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგას მე-7 ტურში "რეალმა" სტუმრად "ბარსელონას" 3:1 მოუგო.

როგორც იცით, "სამეფო გუნდის" მწვრთნელ ზინედინ ზიდანს მდგომარეობის გამოსასწორებლად 2 მატჩი ჰქონდა მიცემული და მისი სავარაუდო შემცვლელების კანდიდატურებიც სახელდებოდა.

გოლი პენალტით სერხიო რამოსმა გაიტანა, რომელმაც ტრავმა მოირჩინა და ჩემპიონატზე "ბარსასთან" 31-ე მატჩი ჩაატარა, რითაც თავის გუნდში რაულისა და ჰენტოს რეკორდი გაიმეორა.

ფატი ელ კლასიკოში გოლის გამტანი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია - მან 1995 წელს რაულის მიერ დამყარებული რეკორდი დაამხო.

13 ქულით გალიდერებული "რეალი" 31 ოქტომბერს "უესკას" უმასპინძლებს, იქამდე კი ჩემპიონთა ლიგაზე 28
ოქტომბერს სტუმრად "გლადბახს" შეხვდება. "ბარსელონა" 7 ქულით მეათე ადგილზეა (1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული) და 29 ოქტომბერს მძიმე გასვლა ელის ჩემპიონთა ლიგაზე "იუვენტუსთან", ხოლო 1-ელ ნოემბერს სტუმრად "ალავესს" დაუპირისპირდება.

ბარსელონა. "ნოუ კამპი"
ბარსელონა - რეალი 1:3
გოლები: 0:1 ვალვერდე (5), 1:1 ფატი (8), 1:2 სერხიო რამოსი (63-,პენ), 0:3 მოდრიჩი (90)

მკითხველის კომენტარები / 18 /
კიდევ განვმეორდები! ზიდანს არვინ გაუშვებს და მითუმეტეს არ გააგდებენ! ყველაფერი მისი სცენარით მიდის და ეს მოგება ყველაფერს შეცვლის.მალე აზარიც დაბრუნდება და ვერავინ შეაჩერებს! გაისად კი ოქროს ბიჭუნა მოვა და მერე კი იცით რაც მოხდება
ჯემალ გაგნიძე
25 ოქტომბერი 2020 13:05
1
სიზმარს გვიყვები?
baroni555
25 ოქტომბერი 2020 14:35
7
უსახური თამაში იყოოოო? უყურეთ მაინცც? მარტო მესიმ კი არა მთელმა ბარსამ ჩაისვარა.მესიმ აუცილებლად უნდა დააშანტაჟოს ბარსა კიდე, თორე ესენი ტრანსფერებს ვერ ახორციელებენ ხეირიანად.იმედია ნეის დაუბრუნებენ მესის ბარსაში ;)
კარგით რა
25 ოქტომბერი 2020 01:11
6
განსხვავება რონალდუსა და მესის შორის იმაშია რომ რონალდუმ ახალგაზრდობაში იგულავა და ტიტულები 28 წლის შემდეგ მოიგო.მესიმ კი პირიქით უკვე 5 წელია ე.ი. 28 წლის ასაკის შემდეგ მაგრად დაუკლო.
ჩემი აზრით
25 ოქტომბერი 2020 00:15
9
შახტარმა, რომ გიხმარათ, სად იყავით მაშინ? რგორც წესი, ვარი და მსაჯები გიცოცხლოთ ღმერთმა. მესიზე ეგ პირები გამოირეცხეთ. რამოსი უდიდესი "არტისტია" პენალტების მოპოვებაში.
ჩასაფრებულთა კლასტერებს.
24 ოქტომბერი 2020 23:03
23
დღეს რეალისგან ღრმად რომ მოგედოთ იმაზე ისაუბრეთ...ჩასვრილ მესის ცოლიც ვერ უშველის,გასარეცხია და გამოსატანი აქ ბარსას,მსურველს შეუძლია შეასრულოს
barsa
24 ოქტომბერი 2020 23:53
6
დღეს კლასიკოს ნაცვლად,ზენიტ რუბინს და ლოკომოტივ როტორის თამაშებს ვუყურე და არც არაფერი მინანია.საცოდაობაა პატრონისაგან ნაღალატები ბარსელონას ყურება,ასევე დაშლილი რეალის წინააღმდეგ.მერე იქნებ ჩანაწერი ვნახო.იძულებით მოძუნძულე მესის ნახვა მიჭირს ძალიან და იმედი მაქვს იმდენს და ისე წააგებენ,რომ მწვრთნელსაც და პრეზიდენტსაც ერთმანეთზე გადაბმულს,გუნდიდან გააგდებენ
სოსო
24 ოქტომბერი 2020 22:59
4
და ეს თამაში მოგეწონათ რეალის ფანებს?დედა არც ბარსას ყავს და არც რეალს ესაა სიმართლე ესეთი უსახური კლასიკო კარგა ხანია არ მიყურებია ბოლო წუთები იყო რო გაშიშვლდა ბარსა უკან კარგად წამოიჭირა რეალმა ორ სამ ეპიზოდში.რაც შეეხება ლეოს მართალია დღეს ვერ ითამაშა მარა მის მიღწევებს რომ აკნინებთ ეს ფეხბურთის პროფეორები მეცინება.ესპანურმა ფეხბურმა დაიძინა
თემური
24 ოქტომბერი 2020 22:51
11
ესპანურმა ფეხბურთმა მართლა დაიძინა (იმედია ძალიან ცოტა ხნით), მესის ნაკეთების დაკნინების მცდელობა სასაცილოა უბრალოდ, მაგრამ არც რეალი იყო ცუდი ამ თამაშში და ეს ელ-კლასიკოც ბევრ წინას სჯობდა. იმას ვამბობ, რომ ბოლო პერიოდში მომრავლდა უსახური ელ-კლასიკოები
საქართველოს ნაკრების ფანი
26 ოქტომბერი 2020 01:11
0
მესის ინიესტა და ჩავი რომ ათამაშებდნენ უკვე ბევრჯერ დამტკიცდა,ცოლის სილამაზით და გორაობით მოგებული ოქრის ბუცი უკვე საკმარისზე მეტია,წავიდეს და აგორავოს სადმე ჩინეთში ბურთი,რონსლდოს დონეზე ახლოსაც ვერ მივა ეგ უდღეური
ბარსა
24 ოქტომბერი 2020 22:15
12
სამწუხაროდ მესიმ უკვე უნდა იფიქროს კარიერის დასრულებაზე! არ მინდა სტადიონზე დაუსტვინონ. ბრმა ბოღმა ეგრეთწოდებული ვითომ რეალის ფანები ქილიკობენ და ადრეც ქილიკობდნენ. არც მიკვირს მათ ხომ ტოტალიზატორებიდან ვერ გამოაგდებ და არავითარი კავშირი არ აქვთ ფეხბურთთან. მე პირად დიდი მადლობელი ვარ მესის, რომელმაც როგორც მე,ასევე მთელ მსოფლიოს, მრავალი წლების მანძილზე უდიდესი სიამოვნება მიანიჭა. ასევე რონალდომაც გვასიამოვნა, მას კიდევ შეუძლია მაღალ დონეზე თამაში, მესის უკვე ვერა. მე პირადა ორივეს დიდ პატივს ვცემ. რეალობა ასეა:ზოგ სეზონში მესი სჯობდა, ზოგში რონალდო.
დავით 67
24 ოქტომბერი 2020 21:31
4
ბარსას დედა აღარა ყავს.მესის კი ნუ გონია რომ ნაყიდი ოქროს ბურთებით ვინმე პელეს,მარადონას,კიჭას წინ დააყენებს.ხოლო კრიშტიანოს რეკორდებთან ახლოც ვერ მივა.დღეს მთელი თამაში არც კი გაქცეულა,დადიოდა.
მხოლოდ სიმართლე
24 ოქტომბერი 2020 20:48
20
"მხოლოდ სიმართლე" ნუ, ძნელია დაგეთანხმო მესისთან მიმართებაში, ნაყიდ ოქროს ბურთებში და იმ ძალიან დიდი ფეხბურთელების გვერდით არ დაყენებაში. იმაში კი გეთანხმები რომ დღევანდელი ბარსა საზიზღარია და მესისაც მინიმუმ ერთი ბურთი ზედმეტი აქვს
საქართველოს ნაკრების ფანი
26 ოქტომბერი 2020 01:04
1
შენ ფასიც გეცოდინება ოქროს ბურთების და იქნებ მითხრა? ან განვადებით გამოტანა თუ შეიძლება? საჩუქრად მინდა. დ.დ.
baba
24 ოქტომბერი 2020 22:11
0
ყველა გამოხმაურება
ეგეც ბარსა და ეგეც მესი სიმართლე რომ ვთქვა სუარესი და რაკიტიჩი არუნდა გაეშვათ ერთი სეზონით მაინც უნდა დაეტოვათ გასაშვები მარტო მესი და პიკე არიან ახლა დაცხეთ მიდით დისლაიქები მესისტები არ იტიროთ
Gio
24 ოქტომბერი 2020 20:38
14

სიახლეები პოპულარული